ესპანური Todofichajes ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ფრანგულ გრანდ პსჟ-ის "ვალენსიას" ქართველი კიპერის გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურს.
წყაროს ცნობით, პარიზელთა მთავარ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას არასტაბილური სეზონი აქვს, რის გამოც მწვრთნელ ლუის ენრიკეს ნდობას კარგავს და თანაც ესპანელს უნდა, რომ იტალიელს ღირსეული კონკურენტი მოუყვანოს.
Todofichajes ასევე გვაუწყებს, რომ პსჟ მამარდაშვილს უკვე დიდი ხანია აკვირდება და ზაფხულში მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროც გადაიხადოს.
ინფორმაციისთვის, უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ "ვალენსია" გიორგის ზაფხულში ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებლად გაყიდის.
00:36 28-04-2024
Todofichajes: პსჟ მზადაა, მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადოს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ბარსას ყავდა ეგრე ბრავო და ტერ შტეგენი. ერთიბლიგას თამაშობდა მეორე ლა ლიგას და ორივე უკმაყოფილო იყო.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს პსჯში თუ დონარუმა არ წავა