Todofichajes: პსჟ მზადაა, მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
ესპანური Todofichajes ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ფრანგულ გრანდ პსჟ-ის "ვალენსიას" ქართველი კიპერის გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურს.

წყაროს ცნობით, პარიზელთა მთავარ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას არასტაბილური სეზონი აქვს, რის გამოც მწვრთნელ ლუის ენრიკეს ნდობას კარგავს და თანაც ესპანელს უნდა, რომ იტალიელს ღირსეული კონკურენტი მოუყვანოს.

Todofichajes ასევე გვაუწყებს, რომ პსჟ მამარდაშვილს უკვე დიდი ხანია აკვირდება და ზაფხულში მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროც გადაიხადოს.

ინფორმაციისთვის, უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ "ვალენსია" გიორგის ზაფხულში ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებლად გაყიდის.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით სადაც გარანტირებულად ძირითადის მეკარე არ იქნება იმ კლუბში არ უნდა გადავიდეს რეალიც რო იყოს. დასამტკიცებელი არავისთან არაფერი აქვს მამარდას და ისეთი მამის შვილია კიდე მაგათ არაფერი შეეშლებათ თვითონ იციან ყველაზე კარგათ თავისი საქმის ძალიან დიდი უნდა გახდეს მამარდა ძალიან დიდი...
ლევანი
30 აპრილი 2024 11:44
1
ტოპ მეკარე არავის უნდა ეჯდეს ზამენაზე. აქ მარტო მამარდაზე არაა. მეკარე ფეხბურთში ის პოზიციაა სადაც სათამაშო დროის განაწილება არ გამოდის. შეიძლება სამი ცენტრალური მცველი გყავდეს 2 ადგილზე როტაციას აკეთებდე, იგივე ეხება ნახევრმცველებსა და თავდამსხმელებს მაგრამ მეკარეზე არ გამოდის... ვერც სხვა პოზიციაზე ათამაშებ...

ბარსას ყავდა ეგრე ბრავო და ტერ შტეგენი. ერთიბლიგას თამაშობდა მეორე ლა ლიგას და ორივე უკმაყოფილო იყო.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს პსჯში თუ დონარუმა არ წავა
მინდია
28 აპრილი 2024 18:41
2
კონკურენცია კაია. მარა თუ დონარუმა არ წავა სრ ღირს გადასვლა ან ათამაშებენ ან არა.დდდდ
Rrr
28 აპრილი 2024 14:10
1
ევრო2024-ს შემდეგ იმედია ბევრად ძლიერ გუნდებში გადავლენ ქართველები მაგრამ ჩემი აზრით დონარუმას დუბლიორობას ისევ ვალენსიას ძირითადი ჯობია.დონარუმა წელსაა არასტაბილური თორემ გაისად თუ ძველი ფორმა დაიბრუნა მისი ამოგდება გაჭირდება.
სსს
28 აპრილი 2024 14:06
1
ეხლა ვინმე ქლიბი შემოვარდება და იტყვის ასეთ ტყუილებს ნუ წერთო. გიჟდებიან ზოგიერთები ქართველ ფეხბურთელებზე ქართული სპორტალი რამე კარგ ინფორმაციას რომ წერს. მჯერა ევრო24
ის შემდეგ მამარდას ფასი გაიზრდება. წარმატებას უსურვებ მამარდას.
G.LA
28 აპრილი 2024 10:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული