17:01 28-04-2024
მიქაუტაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა - "მეცი" "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში თავიდან თანაბარი იყო, მომენტები არ იქმნებოდა და როდესაც სტუმართა კარს ხიფათი საერთოდ არ ემუქრებოდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე მცველს მოხვდა და მიქაუტაძემ პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. მან ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. თუმცა ისმაილიმ მალე ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ გიორგი მეკარე შევალიესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ კარს გადააცილა. მორიგი შეტევისას ქართველი დევიდმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. 44-ე წუთზე კი იაზიჯიმ „ლილი“ წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში „მეცი“ ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, მიქაუტაძის პასით საბალიმ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა.
მიქაუტაძის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 9 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 11-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეფასეს: Sofascore 6.7, Flashscore 6.7, Whoscored 6.6.
„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 4 მაისს „რენს“ უმასპინძლებს.
მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - ლილი 1:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (23, პენ), 1:1 ისმაილი (31), 1:2 იაზიჯი (44)
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მიქაუტაძეს დიდხანს არავინ გააჩერებს მეცში და რომელიმე უფრო ძლიერი კლუბი წაიყვანს,ეს უეჭველია.უბრალოდ გული მწყდება,რომ მეცს შეეძლო,მისი ყიდვა გაყიდვით კარგი მოგება ენახა,მაგრამ დროზე არ გამოისყიდა და ახლა შეიძლება პირდაპირ სხვა კლუბმა გამოისყიდოს.მეცმა გააცოცხლა მიქაუტაძე და მინდოდა,მას უფრო მეტი სარგებელი ენახა,თუნდაც აიაქსის გულის გასახეთქად.