Tuttosport: "იუვე", შენ გახსოვს მიქაუტაძე? - მას შეუძლია "ნაპოლიში" გადავიდეს"

AutoSharing Option
"ტუტოსპორტმა" "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "იუვე", შენ ის გახსოვს?"

გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძით "იუვენტუსი" გასულ სეზონში იყო დაინტერესებული, თუმცა საქმე მოლაპარაკებებამდე არ მისულა; ახლა "აიაქსიდან" ფრანგულ გუნდში იჯარით გადასული 23 წლის ფორვარდი მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა, შეიძლება მისით დიდი კლუბები, მათ შორის, "იუვე" კვლავ დაინტერესდნენ და "მეცს" 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა აქვს, რაც უფრო იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლიგა 1-ში ადგილს შეინარჩუნებს.

აღნიშნულია, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების წევრია, სადაც ხვიჩა კვარცხელიასთან ერთად თამაშობს; "ნაპოლი" ადრეც
აკვირდებოდა და არ არის გამორიცხული, ნეაპოლური კლუბის მომავალმა სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მანამ მის გადაბირებაზე იზრუნოს.

წერილს უმალ გამოეხმაურა calcionapoli24.

ქართველ ტალანტს "ნაპოლიში" ოსიმენის შეცვლის და კვარაცხელიასთან ერთად ასპარეზობის შანსი აქვს

"ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელს ეძებს - საქართველოდან მოულოდნელად შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი მოვიდეს!

ფორვარდი "აიაქსს" ეკუთვნის, თუმცა იჯარით "მეცის" ღირსებას იცავს და სეზონის მეორე ნახევარში თავისი შესაძლებლობები ფრანგულ კლუბში სრულად გამოავლინა.

მიქაუტაძე უამრავი ევროპული კლუბის სამიზნეა. Tuttosport-ის ცნობით, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" სატრანსფერო სიაშია. თუ ზაფხულში "მეცი" 10 მილიონად ვერ გამოისყიდის, "აიაქსში" დაბრუნდება. ყველაფერი ფრანგული კლუბის ფინანსურ შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული. წელს მიქაუტაძემ 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა, რაც შუა სეზონში მოახერხა. სწორედ გიორგის დამსახურებაა, რომ თითქმის განწირულ "მეცს" ლიგა 1-ში დარჩენის შანსი გაუჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაშინ სიმეონეს რას უზავენ?. არ მგონია რომ მიქაუტაძე უკეთესი იქნება ნაპოლიში, სჯობია საფრანგეთის უკეთეს გუნდში იყოს.ლილი ,რენი, მარსელი.ვფიქრობ პსჟ-ს გარდა ყველგან გაქაჩავს
დავით 67
30 აპრილი 2024 16:05
1
რა იუვე რა ნაპოლი ….ორთავე ბარსაშიიი იმათაც ჭირდებათ თავდახსმელი…და კვარა ისედაც მიყავთ !!!
მდაა
30 აპრილი 2024 13:47
2
მეცს შეიძლება არ აქვს 10 მილიონი მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა ადვილად შეიძლება--თუ მართლა სჭირდება გიორგი იუვეს ნაპოლის ან სხვა გუნდს "ასესხონ" მეცს ის 10 მილიონი ან სულაც თვითონ გამოისყიდონ ! ისე რა მაგარი იქნება ხვიჩა-გიორგის დუეტიი ! მე დარწმუნებული ვარ კვარა-ოსიმენის დუეტზე ნაკლები არ იქნება და უკეთესიც იქნება !
zura222
30 აპრილი 2024 02:43
3
ნაპოლში ვინცაა ნეტა ის წავიდოდეს მალე კარგ გუნდში. მიქაუტაძეს ლიონი მოუხდება ან მილანი
რაბუ
30 აპრილი 2024 00:15
6
დარჩეს სადაც არის ჯობია!საფრანგეთში უნდა დარჩეს,მისთვის მშობლიური გარემოა, ამიტომაცაა უფრო პროდუქტიული!!
სოსო
29 აპრილი 2024 22:42
4
მაგ ლოგიკით ყველა ჩვენი ლეგიონერი უნდა დაბრუნდეს საქართველოში აქ ყველასთვის მშობლიური გარემოა D იტალიური ან სხვა ტოპ გუნდის ოდნავი შანსიც რომ გამოუჩდეს აუცილებლად უნდა წავიდეს !
zura222
30 აპრილი 2024 11:12
4
მაგარი იქნება, მაგრამ იტალიაში მეშინია ცოტა არ გაუჭირდეს გატანა. აი ლიონში და მარსელში დაგლიჯავდა მაგალითად, ბლომად შეყრიდა.
შაკო
29 აპრილი 2024 22:38
2
მიქაუტაძე ფრანგული სკოლის აღზრდილია, ამიტომ უჭირს სხვა ჩემპიონატში თამაში და ადაფტაცია,ჯობია საფრანგეთში დარჩეს!!!
გიორგი
29 აპრილი 2024 22:23
4
ისე კვალიფიციური პენალტისტი კი ჭირდება ნაპოლის :)) წარმატებები ჟორჟს
გიორგი
29 აპრილი 2024 20:47
3
ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ოსიმენის შემცვლელად გამორიცხულია, რადგან სრულიად სხვადასხვა ტიპის თავდამსხმელები არიან. თუმცა ის კი შეიძლება, ჟორჟის თამაშის მაღალი ეფექტურობის და დაბალი ფასის გამო ერთ-ერთ თავდამსხმელად აიყვანოს.
დავით
29 აპრილი 2024 22:41
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული