"ვალენსია" სტუმრად "ბარსელონას" 2:1 ამარცხებს - მამარდაშვილი გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურში "ვალენსია" პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე "ბარსელონას" 2:1 ამარცხებს. სამწუხაროდ, ბოლო იმედის ჯარიმის გამო სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევეს.

ბოლო ორ მატჩში „ბარსას“ მარცხისა და წვიმის გამო სტადიონზე ბევრი მაყურებელი არ მივიდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირტესობას. მამარდაშვილმა ორჯერ მუშტებით მოიგერია საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, შემდეგ ჩინებული პასით პეტერი ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შუა პირველ ტაიმში „ღამურების“ მცველებმა კარის წინ ფერმინი უმეთვალყურეოდ დატოვეს, რომელმაც თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა მალე დურომ ტერ შტეგენის
უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ბურთის ფლობა 82/18 იყო და ამ დროს სტუმრებმა წინ გასვლა მოახერხეს - მამარდაშვილმა პეტერს ისევ კარგი პასი გაუკეთა, ის არაუხომ წააქცია და პენალტი პეპელუმ გამოიყენა. აქედან მოყოლებული, კატალონიელები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ კანსელუს დარტყმული ბურთი მოიგერია, მერე ბურთი მისი კარის ძელს მოხვდა, კომპენსირებულ დროში კი ქართველმა შეცდომა დაუშვა, საჯარიმოს გარეთ ბურთი იამალისგან ხელზე მოხვდა და მსაჯმა გააძევა. მწვრთნელმა ბარახამ ალმეიდა მეკარე დომენეკით შეცვალა და პირველი ტაიმიც დასრულდა.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ვალენსია
გოლები: 1:0 ფერმინი (22), 1:1 დურო (27), 1:2 პეპელუ (38, პენ)
გაძევება: მამარდაშვილი (45+4, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მამარდა მსაჯმა გააძევა და კიდევაც წააგეს!
ლაშა
08:35 30-04-2024
2
მაინც მაგარი ბიჭი ხარ გიორგი და არაუშავს,ეგ იყოს შენთვის გაკვეთილი უფრო და უუფრო ზლიერ მეკარედ ჩამოყალიბებისა.
გეგი
01:29 30-04-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული