მეკარეების შეცდომები - მამარდაშვილმა ტერ შტეგენზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში სტუმრად "ბარსელონასთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი 45+4-ე წუთზე გააძევეს.

ანალიტიკურმა საიტებმა, ტრადიციულად, ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილზე დაბალი ქულები მიიღო, ისევე, როგორც "ღამურების" ნახევარმცველმა უგო გილიამონმა.

Whoscored: მამარდაშვილი 5.7, ტერ შტეგენი 5.1, გილიამონი 5.5, ლევანდოვსკი 9.9, დომენეკი 7.6.

Sofascore: მამარდაშვილი 6.3, ტერ შტეგენი 6.2, გილიამონი 5.9, ლევანდოვსკი 9.3, დომენეკი 7.6.

Flashscore: მამარდაშვილი 6.5, ტერ შტეგენი 5.8, გილიამონი 5.3, ლევანდოვსკი 8.8, დომენეკი 5.5.

გაძევებამდე გიორგის Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.2 ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი შეუბერე გიო. შეცდომაზე სწავლობს ჭკვიანი კაცი. შენ რაც ბოლო ერთ წელში მოუმატე ტამაშს, აი ეგაა სასწაული. მალე კანივით ცოცხალ კედელზე გეთქვას უარი, გაიხარე გაგვახარე ჯიგაროოოოოოოოო...................
საბურთალო
16:46 30-04-2024
0
სწავლა ბრძოლით მიმდინარეობს, ამიტომ ხანდახანი შეცდომით არავინაა დაზღვეული. ისე კი ძალიან მაინტერესებდა როგორ გაუტანდა ლევანდოვსკი სამ ბურთს ჩვენს გიგანტს, არა მგონია ერთის მეტს რომ გაუტანდა, ანუ მამარდაშვილით სულ სხვა თამაში წავიდოდა მინდორზე, ხომ ნახეთ როგორ გაყავდა გარღვევაზე თავის ბიჭები, რომ ეყოჩაღათ ანგარიში პირველ ნახევარში სხვა უნდა ყოფილიყო.
ჟორა გაბრიჭიძე
10:43 30-04-2024
4

სიახლეები პოპულარული