ლა ლიგის 33-ე ტურში სტუმრად "ბარსელონასთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი 45+4-ე წუთზე გააძევეს.
ანალიტიკურმა საიტებმა, ტრადიციულად, ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილზე დაბალი ქულები მიიღო, ისევე, როგორც "ღამურების" ნახევარმცველმა უგო გილიამონმა.
Whoscored: მამარდაშვილი 5.7, ტერ შტეგენი 5.1, გილიამონი 5.5, ლევანდოვსკი 9.9, დომენეკი 7.6.
Sofascore: მამარდაშვილი 6.3, ტერ შტეგენი 6.2, გილიამონი 5.9, ლევანდოვსკი 9.3, დომენეკი 7.6.
Flashscore: მამარდაშვილი 6.5, ტერ შტეგენი 5.8, გილიამონი 5.3, ლევანდოვსკი 8.8, დომენეკი 5.5.
გაძევებამდე გიორგის Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.2 ჰქონდა.