"სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ" - სერბულ კლუბს კიტეიშვილის დამატება სურს

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატებით "ცრვენა ზვეზდა" ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Mozzart Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სერბული კლუბის სკაუტები ქართველ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და კიტეიშვილი ვლადან მილოევიჩის სატრანსფერო სიის სათავეშია.

შეგახსენებთ, ოთარს "შტურმთან" მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

ამ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt

კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმს" ოქროს დუბლის შანსი აქვს [VIDEO]

altკიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმი" "ზალცბურგს" დაეწია [VIDEO]

altკიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას - ოცნებები უნდა ავიხდინოთ

მკითხველის კომენტარები / 24 /
სერბეთის ჩემპიონატი?! კარგით რა, მანდ რა უნდა! ბიჭი ბუნდესლიგისთვის გვემეტება.
მერაბი
01 მაისი 2024 10:26
0
საფრანგეთიც არ იქნება ცუდი, ნუ იტალია და ესპანეთი კიდე უკეთესი.
შაკო
02 მაისი 2024 00:43
0
ცრვენა ზვეზდა არა, ომსკის ირტიში კიდევ.
ეეე
30 აპრილი 2024 23:33
3
Ჯერ დაწერე და მერე მოკვდი სიცილით თუ ჯერ მოკვდი და მერე დაწერე?
Qomagi-Ს
30 აპრილი 2024 22:11
0
სიკვდილის წინ მოასწრო დაწერა
გიუშა
30 აპრილი 2024 23:18
0
მაგარი არჩევანია ცრვენა ზვეზდა.
ჯანაშია ვაგნერი.
30 აპრილი 2024 21:44
2
მოვკვდი სიცილით
Qomagi
30 აპრილი 2024 18:42
0
სერბეთი არა გვატემალა.
ბუნდესლიგის მოწინავე ათეულის ნაკლებ გუნდში არ უნდა წავიდეს.
Levani
30 აპრილი 2024 18:40
0
კიტე ჭკვიანი ბიჭია არ წავა მანდ და ზოგადად ეგეთ გუნდებში.
რაბუ
30 აპრილი 2024 15:11
0
რა სერბეთი!!! გამორიცხულია!!! თან ისე წერენ დიდი ხანი ვაკვირდებოდითო თითწოს რეალი იყოს…. მაგათი მასხარა…
მათე
30 აპრილი 2024 14:44
1
სერბეთში გადასვლა 10 ნაბიჯია უკან გადადგმული. მაგას ჯობია უფასოდ ითამაშოს ავსტრიაში. ტიპი გერმანიის ბუნდესლიგისთვის გვყავს გამზადებული და სერბეთიო. კიტე არ შეცდე ძმაო ფული არაფერი არაა სახელთან შედარებით. ღმერთი შენსკენ ითამაშე ევროპაზე და მერე აუცილებლად იპოვი ისეთ გუნდს სადაც ღირს თამაში. ბუნდესლიგა შენზე ზედგამოჭრილი მგონია.
roma bejanidze
30 აპრილი 2024 14:19
0
თუ შეიძლება პლეხანოვურად დავაკომენტარებ: რა "ზვეზდა" და "პ.ზდა" აგიტყდათ ხალხო. კაცი საფეხბურთო ვარსკვლავების გვერდით ჩანს ვინც არის და რაც არის და "წითელი ვარსკვლავისათვის" გემეტებათ? - მეორეჯერ დედი თქვ..ისა არ ჭამოთ და ასეთი სისულელე გონებაშიც არ გაივლოთ - დაგაბინძურებთ!
სერიოზულად კი გილოცავთ დამდეგ აღდგომას და გიორგობას!
პლეხანოველი
30 აპრილი 2024 14:14
4

სიახლეები პოპულარული