კიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა - "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის თასის ფინალში „შტურმმა“ „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა და მეექვსედ მოიპოვა ტიტული.

„შტურმმა“ დედაქალაქურ გუნდს გასულ თვეში ჩემპიონატზე ორჯერ მოუგო. ამჯერად დაძაბული მატჩი გამოვიდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი ტაიმის ბოლოს ვენელები ზაიდლმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვერფელდმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 81-ე წუთზე კი კიტეიშვილმა საჯარიმოში ქუსლით ჰორვატს კოხტა პასი გაუკეთა და მან გამარჯვების გოლი გაიტანა.

„შტურმი“ ბუნდესლიგის ლიდერია და 5 მაისს „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს. ასე რომ,  კიტეიშვილს "ოქროს დუბლის" შანსი აქვს.

კლაგენფურტი. „ვიორტეზე შტადიონი“
შტურმი - რაპიდი 2:1
გოლები: 0:1 ზაიდლი
(43), 1:1 კვერფელდი (50, საკ. კარში), 2:1 ჰორვატი (81)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგიხარ კიტე. ახლა ჩემპიონიც გახდი და იდეალური სეზონი გექნება. შემდეგ კარგი ტრანსფერით დააგვირგვინე
რაბუ
01:11 02-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული