სამგურალი 0:1 დინამო ბთ
მოქმედმა ჩემპიონმა წინა ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ამჯერად კი გაიმარჯვა: ერთადერთი გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პენალტით. ეს მამუჩაშვილის მეოთხე გოლია სეზონში.
პენალტი კი "სამგურალის" ფეხბურთელის, ნიკა კალანდარიშვილის ხელით თამაშის გამო დაინიშნა.
"დინამო ბათუმი" ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, "სამგურალი" კი ბოლოდან მეორე საფეხურზეა.
გაგრა 2:0 კოლხეთი 1913
"გაგრამ" ზედიზედ ორჯერ მოიგო და მერვე ადგილზე
პირველი გოლი ასე გავიდა: ფოთელთა მცველმა ბექა ხარშილაძემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტი კი გიორგი ლომთაძემ შეასრულა, თან ორიგინალურად, პანენკას სტილში.
ბოლო წუთებზე კი განელმა დენის ამოაკომ ახლოდან გაიტანა ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ. საინტერესოა, რომ ამოაკო მხოლოდ სამი წუთის შესული იყო მინდორზე. ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
"გაგრაზე" დავწერეთ, "კოლხეთი 1913" კი ცხრილის შუაში, მეხუთე ადგილზეა.
erovnuliliga.ge