კვარაცხელიას ორშაბათამდე დაველოდოთ... - მატჩები, რომელთაც აღდგომის დღეებში უნდა ვუყუროთ

AutoSharing Option
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ჩვენი ლეგიონერების მატჩები გრძელდება...

პარასკევი

3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", რომელსაც "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის მებრძოლ ექვსეულში შესვლის რეალური შანსები აქვს, "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება. პლეი-ოფებამდე 5 ტურია დარჩენილი, ქართველის გუნდის მთავარი კონკურენტი კი "სანტანდერია".

37 ტურში "ქოჩორამ" ოცჯერ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე გაფრთხილება აქვს...

შაბათი

გერმანიის ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ახლოს "სტ. პაული" და "ჰოლშტეინ კიელი" არიან, პლეი-ოფის მესამე ადგილზე კი  "დიუსელდორფია", რომელიც "ჰამბურგსა" და ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" (განსაკუთრებით) კომფორტულად აღემატება.

32-ე
ტურში ქართველის გუნდი ძალიან მოტივირებულ და გადარჩენისთვის მებრძოლ "ჰანზას" ესტუმრება - 4 მაისს, 15:00 საათზე. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბუდუს ანგარიშზე 10 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

ამ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ჩემპიონშიპს დაასრულებს. გუნდს ერთხანს ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ცხრილის შუაში "გაიჭედა". "ჩაკვეს" თამაშით კმაყოფილი ვართ, მან ინგლისში ბევრი უნარი გაიუმჯობესა, რაც ნაკრებში მის გამოსვლაზეც აისახა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კლევერლი ქართველს დასვენების, ტრავმის სრულად მოშუშებისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ბოლო მეტოქეს, ის "მიდლსბროა" (სტუმრად). 34 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი - ეს გიოს მონაპოვარია.

Sportall.Ge

კვირა

ქვეყნის თასის მოპოვების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" დუბლის შესასრულებლად მიდის და 5 მაისს, ჩვენი დროით 16:30 საათზე, ლიდერები "ჰატბერგს" უმასპინძლებენ. "კიტეს" შედეგი 23 შეხვედრაში 6 შედეგიანი დარტყმა და 5 "ასისტია".

გიორგი მამარდაშვილი გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია. მის "ვალენსიას" ისევ აქვს შანსი, შვიდეულში შევიდეს და 20:30 საათზე "ალავესს" უმასპინძლებენ. კარს დომენეკი დაიცავს. შეგახსენებთ, ქართველი კიპერის შესანიშნავ სეზონს ვხედავთ, 12 "მშრალი" მატჩით.

"მეცი" გიორგი მიქაუტაძის იმედად გადარჩენისთვის იბრძვის. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი 5 მაისს, 21:00 საათზე, "რენს" დაუხვდება. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 4 ტურში გაიტანა (6 გოლი), სულ კი 17 შეხვედრაში 11 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს (ასევე, "აიაქსში" 6 მატჩი).

Sportall.Ge

ორშაბათი

სამწუხაროდ, "ნაპოლი" ევროზონის შვიდეულს მკვეთრად ჩამორჩა, ორშაბათს, 6 მაისს, 22:45 საათზე (ჩვენი დროით) კი სერია "ა"-ს 35-ე ტურს "უდინეზესთან" სტუმრობით დაასრულებს.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის დაპირისპირება სექტემბერში შედგა. ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი გოლი გაიტანა. უდინელებმა "ნაპოლის" ბოლოს 2016 წელს (3:1) მოუგეს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც გონსალო იგუაინი გააძევეს. ისინი ახლა გასავარდნ ზონაში არიან და დიდი მონდომებით ითამაშებენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "კვარას" ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე პასია. შეგახსენებთ, გასულ, საუკეთესო სეზონში, ჩვენებურს 12 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და ათჯერ პარტნიორებს გაატანინა.

altკიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა - "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

altმამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი - "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ამ სასტავისგან უკეთეს სამოქალაქო პოზიციას რატომ ელოდებით, ვიდრე დღეს აქვთ?? კაცი რომ ასე გადმოაგდებს ენას ის კაცი არ არის. ამათ მარტო ენის გამოყოფა და სადღაც შეყოფა იციან.
odala
02 მაისი 2024 11:49
23
პირველ რიგში კარგი თამაში და ბურთის გატანა მაინც და მაინც გენიოსობა ნუ გგონია. ეგ შენი სამუშაოა და თუ წელიწადში ორ-სამ კარგ ილეთს გააკეთებ დიდი თავმოსაწონი მაინც და მაინც ვერაფერია. ეგ როგორც სამოსანმა რომ ერთი კუპლეტი ლექსი თქვას ისეა. ოც წელიწადს ყოველდღე პერსონალური ხალხი გასწავლიდეს ბურთის გაგორებას და სიმაღლეს ვერ მიაღწიო და სადღაც მესმე ლიგაში საშუალო დონეზე დარჩე ის მაინც გასწავლონ როგორ უნდა მოიქცე ხალხში. თუ არ გასწწავლლიან, უუყურე მიულერს,, კეინს, რონალდოს, მესის,, ვიინისიიუსს, კვარაცხელიიას, მაარდაშვილს, მიქაუტაძძეს, ქოჩორაშვილს, დავითაშვილს შორს არიან?????
ფიგუ
02 მაისი 2024 18:55
5
ჯეერ ერრთი რრა ჩვენიი მოოსაწოონი ფეეხბურთელი არ დაიიბბადდა საქაარრთველოშიი, რომელიი ერრთთიი ჩამოგგიითთვაალლოთ, თვალლი რომ ჩაგვივარდნენ ხელს არ ამოისვავს თთვალლში არავიინნ. იმათ როომ მიიღწევები ჰქოონდათ ამათ არც დდაეესიზმრებათთ, მაგგრამ ერთი მაყყუურებბბინა თქვვენ რომ ოჯახში სტუმრები გყავვთ გაშლიილი პპურმმარრილი და უყყურებთ თამაშსს, ჭიქა ასწიე და სვავვ ,,ამ დრროს აჩვენეს შენი ბიჭი [[ფფეხბურთელი] ეკრანზე დიდი კადრით და გადმოგიფურთხა ხრანტები შიგ ჭიქაში როგორ დალევ გნახავ. როგორ შეიძლლება ასეთი უზრდელობის გამართლება. გინახავს ამას აკეთემდნენ რონალდო, მესი, მიულერი,ლევადოვსკი, ვინისიუსი ,ბარელა დიბალა,მამარდაშვილი, კვარაცხელლია,მიქაუტაძე??????

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ ანუ დედა ნახე, მამა ნახხე შვილი ისე გამონახე.


საზიზღრობაა..
ადამიანსს და გია პაპას!!!
02 მაისი 2024 16:32
5
ბეეეეე, ნაცებს!
ჩაკვეტაძე.
02 მაისი 2024 15:07
5
ფუი როგორ ვერ ვიტან ასე, რო გადმოაგდებენ ენას, რაღა საოხრეს გადმოგდება და რაღა ეს, ბუდუსი არ იყოს რა?
მოდაა?
02 მაისი 2024 14:45
7
ეს ენის გადმოგდება რა ახალი მოდა შემოიღეს @@
zura222
02 მაისი 2024 13:45
12
სპორტული გვერდი რომ პოლიტიკურ სისულელეს აქვეყნებთ, აი მაგიტოა რომ ბორდოს თამაში გამოგრჩათ, თქვენ საქმეს მიხედეთ, პოლიტიკას მიხედავს პარლამენტი !!!!!
ქართულ კანონს გავიტანთ ბოლომდე !!!
03 მაისი 2024 21:52
8
გახსოვთ შარშან მარტის აქციების დროს ხვიჩამ მომიტინგეთა მხარე რომ დაიჭირა?მას შემდეგ 6 თვე საგოლე მოქმედება არ ჰქონია. ახლაც იგივე გაიმეორა და იგივე უიღბლობა დაეწყო მას და ნაპოლის. ამიტომ ყველა კარგად დაფიქრდეს სანამ რამეს იტყვის...
სიმართლე
03 მაისი 2024 12:41
28
სიმართლეს.შენა ცოტა ალავად ხომ არა ხააარ?
555
03 მაისი 2024 16:29
5
შემაჯავრეს ფეღბურთი ამ ქართველმა ფეღბურტელებმა. ჩემი დუხი აღარ იქნება აწი სტადიონებზე
zura222
03 მაისი 2024 10:59
24
ფეღბურთი არა სპორცმენი კიდე შე ტუტუცო
ხვიჩა
03 მაისი 2024 12:12
4
ქოცების სექტანტო რატო ვერ იტან სექტის წევრები რომ არ არიან?
რონი
03 მაისი 2024 11:34
13
ყველა გამოხმაურება
Რამე სტატია დადეთ რა კვარადონაზე,გემუდარებით. Უკვე კაი ხანია გათენდა და არ შეიძლება დაწეროთ რო ბარსამ გადაწყვიტა კვარადონა იყოდოს.ან რეალმა.ან დაწერეთ რო გვარდიოლამ განაცხადა მანჩესტერ სიტის დატოვების შესახებ თუ მან.სიტი კვარადონას არ იყიდის.
Ან დაწერეთ რო გვარდიოლას ისე უნდა კვარადონასთან ახლოს ყოფნა რო გადაწყვიტა ნაპოლი ჩაიბაროს.რამე დაწერეთ კვარადონაზე,სექტამ მოვიწყინეთ
Სანდრო
02 მაისი 2024 12:09
21
კვარაცხელიას რა ჭირს დასაცინი?! მითუმეტეს თქვენ რას წარმოადგენთ ფეხბურთში?!
სანდროს კომბლეს და დანარჩენ ტუტუცებს!
02 მაისი 2024 13:42
5

სიახლეები პოპულარული