კვარაცხელიას ორშაბათამდე დაველოდოთ... - მატჩები, რომელთაც აღდგომის დღეებში უნდა ვუყუროთ

AutoSharing Option
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ჩვენი ლეგიონერების მატჩები გრძელდება...

პარასკევი

3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", რომელსაც "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის მებრძოლ ექვსეულში შესვლის რეალური შანსები აქვს, "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება. პლეი-ოფებამდე 5 ტურია დარჩენილი, ქართველის გუნდის მთავარი კონკურენტი კი "სანტანდერია".

37 ტურში "ქოჩორამ" ოცჯერ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე გაფრთხილება აქვს...

შაბათი

გერმანიის ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ახლოს "სტ. პაული" და "ჰოლშტეინ კიელი" არიან, პლეი-ოფის მესამე ადგილზე კი  "დიუსელდორფია", რომელიც "ჰამბურგსა" და ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" (განსაკუთრებით) კომფორტულად აღემატება.

32-ე
ტურში ქართველის გუნდი ძალიან მოტივირებულ და გადარჩენისთვის მებრძოლ "ჰანზას" ესტუმრება - 4 მაისს, 15:00 საათზე. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბუდუს ანგარიშზე 10 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

ამ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ჩემპიონშიპს დაასრულებს. გუნდს ერთხანს ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ცხრილის შუაში "გაიჭედა". "ჩაკვეს" თამაშით კმაყოფილი ვართ, მან ინგლისში ბევრი უნარი გაიუმჯობესა, რაც ნაკრებში მის გამოსვლაზეც აისახა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კლევერლი ქართველს დასვენების, ტრავმის სრულად მოშუშებისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ბოლო მეტოქეს, ის "მიდლსბროა" (სტუმრად). 34 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი - ეს გიოს მონაპოვარია.

Sportall.Ge

კვირა

ქვეყნის თასის მოპოვების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" დუბლის შესასრულებლად მიდის და 5 მაისს, ჩვენი დროით 16:30 საათზე, ლიდერები "ჰატბერგს" უმასპინძლებენ. "კიტეს" შედეგი 23 შეხვედრაში 6 შედეგიანი დარტყმა და 5 "ასისტია".

გიორგი მამარდაშვილი გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია. მის "ვალენსიას" ისევ აქვს შანსი, შვიდეულში შევიდეს და 20:30 საათზე "ალავესს" უმასპინძლებენ. კარს დომენეკი დაიცავს. შეგახსენებთ, ქართველი კიპერის შესანიშნავ სეზონს ვხედავთ, 12 "მშრალი" მატჩით.

"მეცი" გიორგი მიქაუტაძის იმედად გადარჩენისთვის იბრძვის. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი 5 მაისს, 21:00 საათზე, "რენს" დაუხვდება. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 4 ტურში გაიტანა (6 გოლი), სულ კი 17 შეხვედრაში 11 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს (ასევე, "აიაქსში" 6 მატჩი).

Sportall.Ge

ორშაბათი

სამწუხაროდ, "ნაპოლი" ევროზონის შვიდეულს მკვეთრად ჩამორჩა, ორშაბათს, 6 მაისს, 22:45 საათზე (ჩვენი დროით) კი სერია "ა"-ს 35-ე ტურს "უდინეზესთან" სტუმრობით დაასრულებს.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის დაპირისპირება სექტემბერში შედგა. ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი გოლი გაიტანა. უდინელებმა "ნაპოლის" ბოლოს 2016 წელს (3:1) მოუგეს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც გონსალო იგუაინი გააძევეს. ისინი ახლა გასავარდნ ზონაში არიან და დიდი მონდომებით ითამაშებენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "კვარას" ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე პასია. შეგახსენებთ, გასულ, საუკეთესო სეზონში, ჩვენებურს 12 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და ათჯერ პარტნიორებს გაატანინა.

altკიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა - "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]

altმამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი - "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ზოგს რა მაგრად აქვს... რასაც წერთ არ გრცხვენიათ მაინც!? ფუუუ... დიდება საქართველოს. წარმატებები ქართველ ბიჭებს.
აკო
03 მაისი 2024 16:35
5
ეგ თქვენ მიგაჩნიათ ბულინგად ენის გამოყოფა, ბუდუსაც მაგას ერჩით, თორემ ეს ფოტო უახლესია და უოტფორდის გვერდმა დადო, სადაც ძაან უყვართ გიო
შეეშვით ამ ჩასაფრებებს!
ადამიანს
02 მაისი 2024 12:24
16
აბა რა გეგონა ის 30 მლონიანი დაპირება ტყუილად კი არ გაუცია იმ კაცს.დ გროსმაისტერია რა.დდდ
რატის
02 მაისი 2024 12:25
4
რა მოხდა ამისთანა თქვე უბედურებო თქვენ, რაინდად აკურთხა ვინმემ და პროტოკოლით აქვს აკრძალული ენის გამოყოფა თუ რა? თფუუ მარაზმი რა
მინდია პაპა
02 მაისი 2024 18:49
18
ხვიჩამ გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა.
ოსიმენმაც ცალკე ივარჯიშა.
რეალობა
02 მაისი 2024 10:13
1
Ენას თავი გაანებე და იცი ადამიანს თავი იმიტომ კი არ აბია,რო წყალი არ ჩაუვიდეს ტანში-უნდა ,,გაჭანჭყაროს" ცოტა.
Ვერ ხვდები სულ ,,მზეობა"კომეტარებს წერ?
zura 222-ს
02 მაისი 2024 15:25
3
მოკლედ ყველა ქართველის მოსაწონი ფეხბურთელი ხომ ვერ დაიბადა საქართველოში რა.
გია პაპა
02 მაისი 2024 14:25
7
ეს უჟმური მარაზმატიკი ბუძიები
ნახე. აუჰ ეს რა ქნა თურმე
მონტიორი
02 მაისი 2024 18:57
13
და საოხრეს გადმოგდების წინააღმდეგი რატო ხართ?
იუნა შაფათავა
02 მაისი 2024 16:14
9
Დაიმახსოვრეთ და თუ ასე არ იქნება მერე შემახსენეთ-ფაფხურა ვერასოდეს ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს.რამდენიმე მიზეზია ამის და ჩამოთვლას არ დავიწყებ.
Ზუსტად ვიცი ფაფხურას U21 ეთამაშა ყველა თამაშს წავაგებდით. Ევროპაზე გამოჩნდება ფაფხურა რასაც წარმოადგენს-ხელების შლა,მსაჯის მიმართ უკმაყოფილება,ფაფხური,ვითომ თამაშის საკუთარ თავზე აღება-სინამდვილეში ღორობა,მერე ტრამვის სიმულაცია და მამარდა იქნება ყველაზე ძვირადღირებული ქრთველი ფეხბურთელი.თუ ასე არ იქნება და შემახსენეთ.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
04 მაისი 2024 09:03
15
შენ გეტყობა, რომ უკნიდან კვარაცხელიას ჯიშის ბუღა მოგდევს ალბათ და წინასწარ ცდილობ თავის დაცვას!
პლეხანოველი
04 მაისი 2024 13:36
1
ასეთი პატრიოტი ჯერ არ მინახავს რამ გაამწარა შე კაცო რაიყო
გიორგი
04 მაისი 2024 09:47
1

სიახლეები პოპულარული