პარასკევი
3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", რომელსაც "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის მებრძოლ ექვსეულში შესვლის რეალური შანსები აქვს, "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება. პლეი-ოფებამდე 5 ტურია დარჩენილი, ქართველის გუნდის მთავარი კონკურენტი კი "სანტანდერია".
37 ტურში "ქოჩორამ" ოცჯერ ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და ამდენივე გაფრთხილება აქვს...
შაბათი
გერმანიის ბუნდესლიგაში დაწინაურებასთან ახლოს "სტ. პაული" და "ჰოლშტეინ კიელი" არიან, პლეი-ოფის მესამე ადგილზე კი "დიუსელდორფია", რომელიც "ჰამბურგსა" და ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს" (განსაკუთრებით) კომფორტულად აღემატება.
32-ე
ამ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ჩემპიონშიპს დაასრულებს. გუნდს ერთხანს ამბიციები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ცხრილის შუაში "გაიჭედა". "ჩაკვეს" თამაშით კმაყოფილი ვართ, მან ინგლისში ბევრი უნარი გაიუმჯობესა, რაც ნაკრებში მის გამოსვლაზეც აისახა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კლევერლი ქართველს დასვენების, ტრავმის სრულად მოშუშებისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება ბოლო მეტოქეს, ის "მიდლსბროა" (სტუმრად). 34 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი - ეს გიოს მონაპოვარია.
კვირა
ქვეყნის თასის მოპოვების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" დუბლის შესასრულებლად მიდის და 5 მაისს, ჩვენი დროით 16:30 საათზე, ლიდერები "ჰატბერგს" უმასპინძლებენ. "კიტეს" შედეგი 23 შეხვედრაში 6 შედეგიანი დარტყმა და 5 "ასისტია".
გიორგი მამარდაშვილი გაძევების გამო დისკვალიფიცირებულია. მის "ვალენსიას" ისევ აქვს შანსი, შვიდეულში შევიდეს და 20:30 საათზე "ალავესს" უმასპინძლებენ. კარს დომენეკი დაიცავს. შეგახსენებთ, ქართველი კიპერის შესანიშნავ სეზონს ვხედავთ, 12 "მშრალი" მატჩით.
"მეცი" გიორგი მიქაუტაძის იმედად გადარჩენისთვის იბრძვის. გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი 5 მაისს, 21:00 საათზე, "რენს" დაუხვდება. ქართველმა ფორვარდმა ბოლო 4 ტურში გაიტანა (6 გოლი), სულ კი 17 შეხვედრაში 11 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს (ასევე, "აიაქსში" 6 მატჩი).
ორშაბათი
სამწუხაროდ, "ნაპოლი" ევროზონის შვიდეულს მკვეთრად ჩამორჩა, ორშაბათს, 6 მაისს, 22:45 საათზე (ჩვენი დროით) კი სერია "ა"-ს 35-ე ტურს "უდინეზესთან" სტუმრობით დაასრულებს.
ამ გუნდებს შორის პირველი წრის დაპირისპირება სექტემბერში შედგა. ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი გოლი გაიტანა. უდინელებმა "ნაპოლის" ბოლოს 2016 წელს (3:1) მოუგეს. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც გონსალო იგუაინი გააძევეს. ისინი ახლა გასავარდნ ზონაში არიან და დიდი მონდომებით ითამაშებენ.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "კვარას" ანგარიშზე 10 გოლი და 6 საგოლე პასია. შეგახსენებთ, გასულ, საუკეთესო სეზონში, ჩვენებურს 12 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და ათჯერ პარტნიორებს გაატანინა.
კიტეიშვილმა საგოლე პასი დაუხატა - "შტურმმა" ავსტრიის თასი მოიპოვა [VIDEO]
მამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი - "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]
მათ მიერ ემოციების გამოხატვიის ცერემონიალი ზრდილობის და კაცობის უმაღლესი გამოხატულებაა. მე ამათ [ენების გამომყოფთ] ჩივაძის, ძოძუაშვილის და გაბელიას გვერდით ვერ დავაყენებ. რატომ ისინი არ იღებდნენ ტრავმებს?? იმიტომ, რომ პატიოსნად ასრულებდნენ მოვალეობას და იცავდნენ რეჟიმს.
ერთს ითამაშებს ნახეარ ტაიმს და ორი თვე „ტრავმა მიიღო“. არ უნდა და რას ეხვეწები. მსურველების და უკეთესების მეტი რა არის. რა პელე კიდე ეგა მყავს.
ანუ, არა - ყველაფერ ფუნდამენტურს, ეროვნულს, რელიგიურს და ზოგადად დოგმატურს; "just have fun"
მძორებო, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში! თქვენი გულის გასახეთქად :)
როგორ მომენატრა მესხის,მეტრეველის იამანიძის ღოღობერიძის, კალოევის, გუცაეევის, სულლაქველიძის, შენგელიიას, ჩივაძის ყიფიანის მაჩაიძის ასათიანის და სხვების -მსოფლიოში აღიარებბული კაცცების მიიერ ბურთის გატანის შემდეგ ემოციების ვაჟკაცური -თავშეკავებული, ზევით ხელების აწევით ცენტრისკენ წამოსვლა!!!
იმას აღარ კმარობენ, რომ ლამის ტრიბუნებზე ავარდნენ ახლა ენების გამმოყოფაც დაიწყეს. ვიცითთ ვისაც და რისთვისაც აჩვენნებთ გრძელ ენებს ,ეგ ევროპაში გამოგადგებათ აქ არა..
მომენატრა კიიდევ ის, რომ ისინნი არ კადრულობდნენ მოედანზე სახალხოდ გადმოფურთხებას მათთი ყველა მოქმედება ღირსეული იყო- ყყველას მაისურის ქვეშ ცხვირსაახოცი ჰქონდა. ცოტა ზრდილლობის გაკვეთილებიც რომ ჩაუტარონ ცუდი არ იქნება .ოჯახში გაზრდა ხომ უნდა ეტყობოდეს. სადღღაც მეორე ტუ მეხუთე დიივიზიონში არიან, ეგენი რომ დიდ გუნდებში იყვნენ რაღას იზავდნენ. მე პირადათ არ მინდა ასეთთი ფეხბურთი ,როცა ეეკრანზე აჩვენებენ სახეს ახლოდან როგორ იფფურთხება „ფეხბურთელი“.