Relevo: პრემიერლიგის კლუბმა მამარდაშვილის შესაძენად რეალური ნაბიჯები გადადგა

AutoSharing Option
მადრიდულმა Relevo-მ საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსური ფეირ-პლეის დასარეგულირებლად "ღამურებს" ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ, ყველაზე დიდი თანხის, 30-35 მილიონი ევროს მიღებას კი ქართველის ტრანსფერიდან იმედოვნებენ.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილის მიმართ დაინტერესება არაერთმა კლუბმა გამოთქვა, თუმცა რეალური ნაბიჯები მხოლოდ "ნიუკასლმა" გადადგა, რომლის წარმომადგენლები მისი თამაშის სანახავად ამ სეზონში "მესტალიაზე" მინიმუმ ხუთჯერ იყვნენ, იციან, რა შემთხვევაში დატოვებს ის გუნდს, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს:

"მამარდაშვილს "ნიუკასლში" გადასვლის იდეა ხიბლავს. უპირველეს ყოვლისა,
იმის გამო, რომ კლუბის დატოვების შემთხვევაში, პრიორიტეტულად ინგლისში გადასვლა მიაჩნია. მეორე - მას იქ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაჰპირდებიან, რაც აუცილებელი წინაპირობაა. მესამე - ეს ევროპულ პროექტში მონაწილეობას ნიშნავს, რაც, შესაძლოა, უფრო მისაღებია, ვიდრე ისეთ უფრო მაღალი რანგის კლუბში გადაბარგებაა, როგორიც "ჩელსია", რომელიც ადრე მისი სამსახურით დაინტერესებას გამოხატავდა.

მამარდაშვილმა გასული წლის იანვარში კლუბს განუცხადა, რომ წასვლას მხოლოდ ძალიან სარფიანი წინადადების და ახალ გუნდში სასტარტოში გარანტირებული ადგილის შემთხვევაში დათანხმდება, თუ არადა, "ვალენსიაშიც" თავს უსაზღვროდ ბედნიერად გრძნობს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც აკრიტიკებთ საერთოდ არ უყურებთ პრემიერ ლიგას
სიმართლე
21:58 03-05-2024
2
თვითონ კი უნდა გიოს ინგლისში, მაგრამ ესპანეთი ჯობია, ანდა პსჟ! ინგლისი დოღლიგაა უამრავი ტურნირით, რაც ნიშნავს გადაღლას, გამოფიტვას და დაკარგვას. გერმანიიდან და იტალიიდან 5-5 კლუბი გავა ლიგაზე, მაგრამ ინგლისი 4-ს ნამდვილად არ იმსახურებს!…
ლაშა
21:26 02-05-2024
39

სიახლეები პოპულარული