კაკაბაძე შეტევაში ჩაერთო და "გურნიკს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში თავი "კრაკოვიას" მცველმა ოთარ კაკაბაძემ გამოიჩინა.

სახლში მესამეადგილოსან "გურნიკთან" მოგებულ მატჩში (5:0) კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა.

კაკაბაძემ sofascore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 8.3 ქულა მიიღო. ანალოგიური შეფასება დაიმსახურა flashscore-სგან, რომელმაც საუკეთესო მოთამაშედ 8.6 ქულით მაკუხი აღიარა. ოთარმა მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 22 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

"კრაკოვია" 36 ქულით მე-12 ადგილზეა და 10 მაისს ვროცლავში "შლიონსკს" დაუპირისპირდება.

კრაკოვი. "იოჟეფ პილსუდსკი"
კრაკოვია - გურნიკი 5:0
გოლები: 1:0 მაკუხი (4), 2:0 იანიცკი (42, საკ. კარში), 3:0
კაკაბაძე (53), 4:0 გლიკი (68), 5:0 ატანასოვი (84)
გაძევება: ენალი (80, გურნიკი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული