მიქაუტაძის გოლი, საგოლე გადაცემა, გაძევება და "მეცის" დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 32-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „რენთან“ 2:3 დამარცხდა.

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას კი მიქაუტაძემ კარიდან წინ გამოსულ მეკარე მანდანდას ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი დააწინაურა. "რენმა" მალე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს მიქაუტაძის პასით დიალომ მასპინძლები წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. 69-ე წუთზე გიორგიმ დიალო მანდანდას პირისპირ შეჰყარა, რომლის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა ტეატემ გამოიტანა. საპასუხო იერიშისას „რენმა“ პენალტი მოიპოვა და ბურიჟომ ანგარიში გაათანაბრა. „მეცი“ შტურმზე გადავიდა, კონტრშეტევისას გოლი
გაუშვა, ბოლოს კალიმუენდოსთან შეჯახების გამო მიქაუტაძე მსაჯმა გააძევა და შეხვედრაც დასრულდა.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე "მეცში" დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, სულ კი მიმდინარე ტურნირზე 12-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.9, whoscored. 7.0, Flashscore 6.8.

„მეცი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 12 მაისს გასვლაზე „სტრასბურგს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩს ქართველი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - რენი 2:3
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (17), 1:1 გუირი (17), 2:1 დიალო (45), 2:2 ბურიჟო (73, პენ), 2:3 კალიმუენდო (90:3)
გაძევება: მიქაუტაძე (90+5, მეცი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
სანახავად რომ წაავიდა,დარწმუნებული ვიყავი,მსაჯი წითელს გააუქმებდა.დაცვა ჰყავს,საშინელი და ამ გაძევებამ,პრაქტიკულად გაწირა,მეცი.ერთადერთი იმედი,ბოლოდან მესამე ადგილის დაკავება დარჩა.მერე,დასარჩენი თამაში იქნება და ის ექნება,მოსაგები.მიქაუტაძეს,მეორე ლიგაში არავინ გაუშვებს,ვინმე წაიყვანს,მაგრამ მეცი მესიმპათიურება,ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით და არ მემეტება,გასავარდნად.
სოსო
01:28 05-05-2024
2
როცა სათამაშო დრო და ნდობა აქვს დღითი დღე უმატებს და უკეთესი ხდება ეს ბიჭი
შაკო
00:20 05-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული