ბოლონი მიქაუტაძის გაძევებაზე: ვიღაცა ბრმაა - თავს დაჩაგრულად ვგრძნობთ

AutoSharing Option
"რენთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის გაძევებას ფრანგულ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა არნო კალიმუენდომ ქართველთან შეჯახება აშკარად გააფორმა და შედეგსაც მიაღწია, რადგან ფიფას მსაჯმა რუდი ბუკემ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.

"მეცის" მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ნამატჩევს აღშფოთება ვერ დამალა: "არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა. პენალტი დასანიშნი არ იყო, მიქაუტაძის გაძევება კი საერთოდ აუხსნელია. არ ვიცი, უნდა ვიყვირო, ვიტირო თუ ვიცინო. რაც გულში მაქვს, ყველაფერი რომ ვთქვა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დამიბარებენ.

არიან გუნდები,
რომელთა აზრს უფრო მეტი ფასი აქვს. გადაწყვეტილება გაუგებარია. თუ VAR-ი გვაქვს, მოდით, გამოვიყენოთ. თუ გიორგი წითელ ბარათს იმსახურებდა, მაშინ ლიგა 1-ის ყოველ მატჩში არიან ფეხბურთელები გასაძევებელი. ჩვენ თავს ცოტა  დაჩაგრულად ვგრძნობთ. ასეთი რამეები რეგიონალურ ტურნირებზეც არ ხდება. არავიზე არ მივანიშნებ, თუმცა როდესაც ვიღაც ბრმაა, თეთრ ხელჯოხს ხმარობს", - ციტირებს რუმინელ სპეციალისტს ouest-france.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს არ იყო შემთხვევით არადემოკრატიული. გამოდის რომ დაინახა, მიხვდა და მაინც გააგდო? სხვათა შორის, არნო აღმოჩნდა ევროპელი აფერისტი. ესეც შენი ევროპული დემოკრატია. დემოკრატია უნდა იგრძნობოდეს, ყველგან და ყველაფერში. კი მაგრამ, "დემოკრატების" შეცდომით, შედეგს რა ეშველება? დასავლეთელმა დემოკრატებმა, დაგვიჩაგრეს უდანაშაულო აზიელი.
ეს ისე, როგორც რუსული კანონი.
07 მაისი 2024 22:30
3
L'Equipe წითელი ბარათის გაუქმების შესახებ.
https://youtu.be/HzEjXHPCe-w?si=0qMurO0852I-xj-5
რეალობა
06 მაისი 2024 13:00
0
ეჭვი არ მეპარება, რომ ამ წითელს გააუქმებენ, გიორგის შანსი არ უნდა მოესპოს, რომ საუკეთესო ქართული შედეგი აჩვენოს ტოპ 5 ში, ერთი დამსახურებული გოლი სჭირდება ამ ამბავს. საუკეთესო შედეგიანობა უკვე დააფიქსირა და ამას ალბათ დიდ ხანს ვერ გააუმჯობესებენ 15 თამაში 12 გოლი.
სიმენონი
06 მაისი 2024 00:22
0
შეიძლება მიკერძოებული ვარ, მაგრან არ მესმის, მიქაუტეძესნაირ თავდამსხმელს კლუბის არჩევის პრობლემა როგორ უნდა ჰქონდეს?
Irakli
05 მაისი 2024 20:46
0
აღარ დაწეროთ აქ კომენტარი და არც შემოხვიდეთ ყველა კომბლეა ამ საიტზე ეტყობა დასაქმებული
გივი
05 მაისი 2024 20:10
2
ადმინ რატომ არ ბლოკავთ ამ უპატრონო კომბლესნაირ პროვოკატორებს, სასწრაფოდ გასაშიფრია ეგ სპეცსამსახურების მიერ და სამაგალითოდ არის დასასჯელი, რომ ასეთი ღვთისგმობა ვეღარავინ გაბედოს ვერასდროს!!!!
ამ კომბლეზე
05 მაისი 2024 17:15
4
შეგინდოს უფალმა ღვთის შვილო ეგ მკრეხელობა. კომბლე ხარ თუ თავკომბალა არ ვიცი,მაგრამ ღმერთმა გაპატიოს
გელა
05 მაისი 2024 17:15
1
ვნახოთ, ევროპული დემოკრატია. ევროპის გარდა დემოკრატია, არსად ყოფილა.
ანარხისტი
05 მაისი 2024 15:50
13
ანარხისტი კი არა არახისი ხარ
თემო
05 მაისი 2024 21:02
1
გაძევების მომენტში,სანამ მიქაუტაძეს გადაეყრებოდა,რენის ფეხბურთელი,გიორგის პარტნიორზე არღვევდა წესს და გიორგის კონტაქტი,ვფიქრობ შეგნებულ ბლოკირებად ჩაუთვალა.სხვა საბაბს,ვერ ვპოულობ.ინგლისში,კაცი კაცს დაეტაკება,გადათელავს და ხმას არავინ სცემს,თუ ეს მხოლოდ კორპუსით გააკეთა.ჯარიმასაც კი არ ნიშნავენ.ბურთსა და მოედანში,ალბათ დაწვრილებით გაარჩევენ,ამ ეპიზოდს,თუმცა დარწმუნებული ვარ,მსაჯის შეცდომად და გადაცდომად შეაფასებენ,მომხდარს.მეცმა ბოლო ორ შეხვედრაში,ასაღები ქულები დაკარგა და გიორგის გარეშე,ძალიან გაუჭირდება,გასავარდნი ზონიდან ამოსვლა.იქნებ ლორიანმა ვერ მოიგოს და გადათამაშებაში მაინც მიიღოს დარჩენის შანსი.ასე სუსტ გუნდში,თითქმის მბაპეს ტოლფას შედეგიანობას რომ აჩვენებ,ძლიერ გუნდში რაღას იზავს,ადვილი წარმოსადგენია.მთელი სეზონი აქ რომ დარჩენილიყო და აიაქსში,დროსთან ერთად,ფორმაც არ დაეკარგა,ბომბარდირთა სამეულში,უეჭველად იქნებოდა და არც მეცს შეექმნებოდა,დღევანდელი პრობლემები.
სოსო
05 მაისი 2024 11:14
1
მსაჯი კი, გავიგეთ რო იდიოტი იყო, მაგრამ დაცვა და ნახევარდაცვა რო ძალიან ჭე დონეზე ყავთ ეგ ფაქტია. ჟორჟი ისე ჩანს მეცში როგორც ალუმინის ბეჭედში ჩასმული ბრილიანტი.
გიორგი
05 მაისი 2024 09:09
0
თუ ღმერთი გწამს რა . . .
ტიფლისელ-ს
05 მაისი 2024 11:28
3
ალუმინს რას ერჩი.
ტფილისელი
05 მაისი 2024 09:49
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული