კიტეიშვილის გოლმა კაცნაკლული "შტურმი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში „შტურმისა“ და „ჰარტბერგის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მე-9 წუთზე სტანკოვიჩის გაძევების გამო „შტურმი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. კიტეიშვილის გარჯა sofascore-მ 8.0 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 7.7-ით.

„შტურმი“ 40 ქულით ლიდერია და 12 მაისს, ბოლოსწინა ტურში ლინცში ლასკ-ს დაუპირისპირდება. დარჩენილი ორი მატჩის მოგების შემთხვევაში ოთარის გუნდი ოქროს დუბლს გაიფორმებს.

გრაცი. „მერკურ
არენა“. 15 700
მაყურებელი
შტურმი - ჰარტბერგი 1:1
გოლები: 0:1 ენტრუპი (17), 1:1 კიტეიშვილი (58)
გაძევება: სტანკოვიჩი (9, შტურმი)

altკიტეიშვილმა "ჰარტბერგს" ეფექტური გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მარადონას სტილში შეასრულა. რატომღაც მგონია რომ ის საკმარისად დაფასებული არაა
დავით 67
19:10 06-05-2024
0
Video
https://youtu.be/2PXBWlsFbPw?si=KmUW8dybN7UJX9RE
რეალობა
05:05 06-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული