მსაჯი ნანობს - ბუკემ მიქაუტაძისთვის წითელი ბარათის გაუქმება მოითხოვა

AutoSharing Option
Direct FM-ის ცნობით, მსაჯმა რუდი ბუკემ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც "რენთან" მატჩში "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გააძევა.

ფიფას არბიტრმა სადისციპლინო კომიტეტს წერილობითი ფორმით მიმართა და ქართველისთვის წითელი ბარათის გაუქმება მოითხოვა.

აღნიშნულ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი 7 მაისს იმსჯელებს. ალბათ, გიორგის წითელ ბარათს გაუუქმებენ და ის 12 მაისს "სტრასბურგთან" და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რას ქვია ნანობს და სადისციპლინო კომიტეტს მიმართა თხოვნით ბარათის გაუქმებაზე?? არა ჩემო კარგო მან მიიღო მცდარი გადაწყვეტილება რომლის გამოსწორებაც შეეძლო ორ წუთში თუმცა არ გამოასწორა და ამით მიქაუტაძისთვის ბევრი რამე შეცვალა,გიომ გოლი გაიტანა ასისტი გააკეთა კიდევ რამდენიმე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს და რომ არა ეგ წითელი მატჩის და სავარაუდოდ ტურის მვპ გახდებოდა რაც პერსპექტივაში ფეხბურთელისთვის იქნებოდა მომგებიანი მისი მომავალი ტრანსფერის საქმეში და ეს ყველაფერი ამ უცოდინარი მსაჯის ახირებულმა გადაწყვეტილებამ დააკარგვინა გიოს აქედან გამომდინარე ეგ მსაჯი იმსახურებს ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას რადგან მისი მონანიება ვერაფერს ვერ შეცვლის გიოსთვის
gel-100
13:08 07-05-2024
0
უდიდესია მსგავსი ფეხბურთელი საქართველოს არ ყავს ეხლა.არ გამოხტეთ ეხლა იმ მაძღარი მოსიარულე კვარაცხელიას სეწტანტები და არ თქვათ ჯობიაო..წარმატებები გიორგი..ნაკრები შენზე ბუდუზე ჩაკვეზე და დავითაშვილზე იქნება დამოკიდებული
122

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული