ხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზესთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „უდინეზესთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

პირველ ტაიმში თამაში დიდი ვერაფერი სანახავი იყო. სტუმრები ოლივეირას ძალისხმევით მარცხენა ფლანგიდან ცდილობდნენ სახიფათოდ შეტევას, სადაც მწვრთნელმა კალცონამ კვარაცხელიას პოზიციაზე ლინდსტრიომი დააყენა. მხოლოდ ცდილობდნენ და 45 წუთი მომენტის გარეშე გაილია.

შესვენების შემდეგ ნეაპოლური გუნდი გააქტიურდა და ოსიმენმა თავურით დააწინაურა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-15 გოლი გაიტანა და ბონუსის სახით 125 000 ევროს მიიღებს. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, მეკარე მერეტმა ორჯერ გადაარჩინა „ნაპოლი“. მე-80 წუთზე ოსიმენის
გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო კომპენსირებულ დროში საკსესმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 51 ქულით მერვე ადგილზეა და 11 მაისს „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

უდინე. „დაჩია არენა“

უდინეზე - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ოსიმენი (51), 1:1 საკსესი (90+2)

altIl Mattino: ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდა - იმედია, ფინანსური მკლავჭიდი არ დაიწყება

altსუპერმოტივირებული ოსიმენი - ცნობილია, რა თანხას მიიღებს ნიგერიელი, თუ დღეს "უდინეზეს" გოლს გაუტანს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩას გარეშე თუ არა, ხვიჩასთან ერთად, ხომ სულ მოგებები აქვს და კარის ძელები დაღუნული, კვარა, სამწუხაროდ, დღეისათვის ნაპოლის ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია და მნიშვნელობა არ აქვს მინდორზე იქნება თუ არა, გუნდი თამაშობს ისე როგორც თამაშობს და შესაბამის პოზიციასაც იკავებს სატურნირო ცხრილში. გუნდში სედარებით ერთი ოსიმენა თუ ინარჩუნებს მეტ-ნაკლებად იმ დონეს რაც ნაპოლის ფეხბურთელებ საჩემპიონო სეზონში ქონდათ,ყველამ საგრძნობი რეგრესი განიცადეს,განსაკუთრებით ეს კვარას და სხვა ლიდერებს ეხებათ. მაგრამ ჩემთვის ხვიჩა საინტერესო მხოლოდ ნაკრებისთვისაა და სულ მკიდია ნაპოლი რომელ ადგილზეა, ნაკრებში კი ყველაფერი მაგრადაა....კვარა მაინც არსად დაიკარგება , ნაპოლიზე უარეს გუნდში მაინ ვერ მოხვდედა და ანაზღაურებაც არ ექნება ნაკლები...ეს იმათვის ვისაც ძალიან აღევებს მისი ხელფასი....
SOSO
12:18 07-05-2024
14
რაც დრო გადის ვრწმუნდები რომ ნაპოლი დაბრუნდა იქ სადაც არის მისი ადგილი სულ: საშუალო იტალიური კლუბების გვერდით. და იმაშიც ვრწმუნდები რომ ხვიჩას გარეშე ნათელი წერტილი საერთოდ არ აქვთ. ოსიმენი კი ბატონო ტოპ თავდამსხმელია, მაგრამ ხვიჩა შემოქმედია, სულ სხვა დონეა და უნიჭიერესია. არ ვიცი უნდა დარჩეს თუ არა(კონტრაქტი აქვს და ასე ადვილი არ არის ძლიერ კლუბში გადასვლა).ჯერ წინ ევროპის ჩემპიონატია ამიტომ უნდა გაუფრთხილდეს თავს(ტრავმა არ მიიღოს, ჯანმრთელად იყოს). აი ნახავთ ევროპაზე თავის სათქმელს იტყვის და მერე მეტი შანსი ექნება რომ ძლიერმა კლუბმა(პსჟ, არსენალი, ბარსა თუ სხვა) გამოისყიდოს. წარმატებები ხვიჩა: ძალიან გგულშემატკივრობთ მთელი საქართველო
david
12:18 07-05-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული