Calciomercato: "ინტერი" მამარდაშვილის შეძენას ამ ფასად შეძლებს

AutoSharing Option
"ინტერი" "ვალენსიას" ორი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილისა და კრისტიან მოსკერას დამატებით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ღამურების" ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, "ვალენსია" მზადაა "მამარდას" სანაცვლოდ ნებისმიერი შეთავაზება განიხილოს.

"ნერაძური" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას მოუთმენლად ელოდება. "ინტერი" თავდაპირველად პიოტრ ზელინსკისა და მეჰდი ტარემის უფასოდ დაიმატებს. თუმცა ბეპე მაროტას ორი ფეხბურთელის დამატება "ვალენსიადანაც" სურს.

მილანელები "ღამურების" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილისა და ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, კრისტიან მოსკერას დამატებითაც ინტერესდებიან. მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ
ევროს, ხოლო მოსკერასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. 

მიუხედავად ამისა, "ვალენსია" მზადაა ორივე მოთამაშის სანაცვლოდ დათმობაზე წავიდეს და მამარდაშვილი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო მოსკერა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ინტერში" აღმოჩნდნენ", - წერს გამოცემა.

altმამარდაშვილის შემცვლელმა თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - "ვალენსია" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

altTodofichajes: პსჟ მზადაა, მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი გადაიხადოს

altმამარდაშვილი "ატლეტიკოში" ობლაკის შეცვლის მთავარი კანდიდატია

მკითხველის კომენტარები / 9 /
მამარდა 100 მილიონი ევრო?! ეს სად წაიკითხეთ (კარგს იზამთ თუ წყაროს მიუთითებთ), ასეთი მაღალი ფასი, ბევრ ცნობილ ვარსკლავს და ძლიერ თავდასხმელს არა აქვს, არა თუ მეკარეს! ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორ ინფორმაციას აწვდით მკითხველს ან ეს სტატია ჟურნალისტმა კი არა მისმა სტაჟიორომა დაწერა...
MARADONA
07 მაისი 2024 17:13
4
შეგნებულად იწერება ისეთი თანხა, რომელსაც არავინ გადაიხდის, შესაბამისად კლუბთან შეთანხმების გარეშე ფაქტიურად ფეხბურთელი ვერ წავა. თავისთავად კლუბს შეუძლია გაცილებით დაბალ ფასად გაყიდვას დათანხმდეს. კლუბთან შეთანხმების გარეშე, თუ 100 მლნ.-ს გადაიხდის ვინმე (და არავინ გადაიხდის), კი შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს, რა პირობითაც მოუნდება
გიორგი
07 მაისი 2024 18:58
0
ეს გამოსასყიდი თანხაა რომელიც ვალენსიამ კონტრაქტში ჩაწერა ტრანსფერმარკეტზე გიორგის ფასი 30 მილიონი ევროა, ასე რომ სტატიაში შეცდომით არაფერი წერია
გოგა
07 მაისი 2024 17:49
0
ყველა გამოხმაურება

მამარდას აკვირდებიან ატლეტიკო, ინტერი, ნიუკასლი, მილანი, მანჩესტერი, რეალი, რივერ პლეიტი და ფლამენგო!!!
ჯორჯო ბიძია
07 მაისი 2024 22:05
3
შეცდომაა .35მლნ მისი გამოსასყიდი თანხა
დავით 67
07 მაისი 2024 17:50
4
ძალიან გადაჭარბებულია ეს ფასი მეკარის კვალობაზე
geo
07 მაისი 2024 16:10
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული