ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მოირჩინა, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და დიდი ალბათობით, შაბათს "ბოლონიასთან" სათამაშოდ მზად იქნება.

გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, სავარაუდოდ, 1-ელ მაისს ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს და მამას, ბადრი კვარაცხელიას შეხვდა; მხარეებს შორის კარგი საუბარი გაიმართა, რათა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.

გამოცემის მტკიცებით, ფუნდამენტური საკითხი ხვიჩას დატოვებაა. ჯუღელი თავისი კლიენტისთვის კონტრაქტის 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მოითხოვს.
დე ლაურენტისი მზადაა ანაზღაურება პრემიალურებიანად 4 მილიონამდე მოუმატოს. მოლაპარაკებები დაწყებით სტადიაშია. გადაწყვეტილება სერია A-ს დასრულებისას სწრაფად უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან "კვარას" სურს, ევრო 2024-ე საასპარეზოდ ისე გაემგზავროს, რომ თავისი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს.

"კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩათი "ბარსელონა" და პსჟ არიან დაინტერესებული. დე ლაურენტისს მისი გაშვება არ უნდა და ამიტომ ძალიან ძვირად, 120-130 მილიონად აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩამ თავისი საქმის უკეთ იცის და წარმატებები მას პირველ რიგში! რაც შეეხება აღნიშნულ თემას - გულშემატკივრის პოზიციიდან რასაც ვხედავ , ის არის რომ ხვიჩა უკვე მზად არის უფრო დიდ კლუბში სათამაშოდ (ისეთში , რომელიც ყოველთვის ტიტულისთვის- მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის). ადრე თუ გვიან მოხდება ეს ყველაფერი, მჯერა! ჩვენ თუ გვერდში დავუდგებით - კიდევ უფრო დიდ საქმეებს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის საამაყოდ. ეს კაცი მხოლოდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს
გ.ხ.
23:18 09-05-2024
6
ორი თაღლითი გაუთამაშებენ და შეიძლება მადლობაც ათქმევინონ,ბადრის.ისევ ხვიჩამ უნდა გაიწიოს და წასვლა მოითხოვოს.დაშინებას ეცდება და ხვიჩას დამორჩილებას,მაგრამ უნდა გაიწიოს და ძალით ვერ დააკავებენ.
სოსო
20:51 09-05-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული