"კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლა სურს - დე ლაურენტისმა სპალეტი აიძულა, გაქცეულიყო" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა პაოლო ბარჯიჯამ რადიო Capri-ს ეთერში, გადაცემა Bordocampo-ში, "ნაპოლის" მომავალსა და ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა და უნდა ითქვას, სიტუაცია კარგად განმარტა:

"ახალი სეზონი "ნაპოლიმ" სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით უნდა დაიწყოს. ჩემი წყაროების ცნობით, ანტონიო კონტე არასოდეს არ აპირებდა ნეაპოლურ გუნდში მუშაობას. პიოლის ალტერნატივა "ფიორენტინას" მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანოა. რაღაც საუბრებია ჯან პიერო გასპერინისთან დაკავშირებით, მაგრამ ის, ალბათ, "ატალანტასთან" კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს. "მილანში" პიოლის სეზონური გასამრჯელო 4 მილიონი ევროა და "ნაპოლიში" უფრო დაბალ ხელფასზე მუშაობას არ დათანხმდება.

კონტეს მიწვევას აგრეთვე
"მილანი" აპირებს, "ნაპოლის" გულშემატკივრებსაც უნდათ გუნდს სათავეში ჩაუდგეს, მაგრამ მას ყველა პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია.

ახალი სეზონის წინ "ნაპოლის" ძველი შეცდომების განმეორების უფლება არ აქვს. პრეზიდენტმა მეტად არ უნდა დაუშვას შეცდომები. არ ვიცი, გამოიტანა თუ არა აურელიო დე ლაურენტისმა წელს დაშვებული შეცდომებიდან დასკვნები. ლუჩანო სპალეტი აიძულა, გაქცეულიყო და იფიქრა, რომ ყველაფერს თავად გააკეთებდა. რამდენიმე უნარიანი თანამშრომელი ჰყავდა, თუმცა ყველაფერს მარტო წყვეტდა. ყველაფერი გასულ ზაფხულს ცუდი მწვრთნელის არჩევით დაიწყო. იმედია, ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა საქმეს თავის წინამორბედზე, მაურო მელუსოზე უკეთ გაუძღვება. ის უკვე განიხილავს ვიქტორ ოსიმენის ნაცვლად რომელუ ლუკაკუს დამატებას. დე ლაურენტისს მისდამი პატივისცემა მართებს და არაა საჭირო უაზროდ ფეხბურთელების შეძენა. საჭიროა სამი მცველის, ცენტრალური თავდამსხმელის და ნახევარდაცვაში პიოტრ ზელინსკის შემცვლელის მოძებნა.

საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულების გაგრძელება სურს. ჩემი აზრით, წასვლა უნდა. ეს რთული საკითხია. აუცილებელია დაფიქრდნენ, ახლა გაყიდონ თუ დაიტოვონ უკმაყოფილო ფეხბურთელი კონტრაქტის არგანახლების შემთხვევაში".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული