RMC Sport-ის ცნობით, ლუის ენრიკემ ფრანგის შემცვლელთა სია უკვე შეადგინა, სადაც მოწინავე ადგილს "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ფეხბურთელის გარემოცვასა და პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.
"ლუის ენრიკემ მბაპეს შემცვლელების სია უკვე შეადგინა, სადაც პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს და პსჟ ქართველის ამ ზაფხულსვე შესაძენად ყველაფერს გააკეთებს. გასულ კვირას ფრანგული კლუბისა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის შეხვედრა შედგა,
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
"კვარაცხელიას პსჟ-სკენ სანიოლი უბიძგებს" - ფრანგი აგენტი
კვარაცხელია და ოსიმენი ერთად ამჯერად პარიზში შეუტევენ? - პსჟ მორიგი დიდი ცვლილებებისთვის ემზადება
ხვიჩას დიდება !