მიწისძვრა, "კვარას" სატრანსფერო ბომბი, ქაოსი და იმედი ნეაპოლში

AutoSharing Option
ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მოსახლეობის შიში გამოიწვია. ეპიცენტრი კამპი ფლეგრეის რაიონი იყო. ვეზუვის ობსერვატორიის ცნობით, 3.7 და 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. Spazionapoli კი წერს, რომ უფრო „ნაპოლის“ გულშემატკივრები „პარიზიენის“ ახალმა სატრანსფერო ბომბა-ინფორმაციამ შეაშფოთა, რომ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს 80 მილიონ ევროდ მიჰყიდონ. Calciomercato-ს მტკიცებით, პარიზული კლუბისთვის ქართველი ვიქტორ ოსიმენზე მეტად პრიორიტეტულია.

Sportall.Ge

თუმცა, calcionapoli24 იმედიანადაა, „კვარას“ დარჩენაში დარწმუნებულია, იტყობინება, რომ „ფეიენოორდის“ სლოვაკ მცველს დავიდ ჰანცკოს და „ჟირონას“ უკრაინელ თავდამსხმელ არტიომ დოვბიკს შეიძენენ და მომავალ სეზონში გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით ახალი მწვრთნელის
სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით ითამაშებს.

„გაძეტა დელო სპორტი“ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობასაც კი ასახელებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჰანცკო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია, დოვბიკი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაჰმანი, მერეტი, ოლივერა და დილორენცო, რომ გყავს ძირითად შემადგენლობაში - წარმოიდგინე ნორმალურ გუნდთან რა ბეწვზე კიდია შენი გუნდის შეტევაში ნსმუშევარი!!! საშუალო დონის გუნდების საშუალოვე გუნდია!!! თუ აქვს შანსი უნდა წავიდეს კვარა!!!! როგოც ვხედავ იგივე პრობლემებით რჩება გუნდი და პლიუს პასის მიმცემი კვარას არ ყავს!!! გინდ რეალს, ბარსას, სიტის, ბაიერნს და თუნდაც არსენალს შეხედეთ თუ, როგორ იძლევიან გადაცემებს და ანვითარებენ შეტევებს თუ კონტრშეტევებს - ხოდა ნაპოლის, როგორც საშუალო დონის გუნდს , მაგალითად კვარადე ბურთის მიტანამდე 3 ან 4 ზედმეტი გადაცემა სჭირდება - ამ დროში კი მოწინააღმდეგე გადაწყობილია!!!!! არც კი დაფიქრდე კვარა წადი ტოპ გუნდში და ახალი მოტივაციით დაიპყარი ახალივე სიმაღლეები…
ალექსი
02:23 11-05-2024
3
Raxmani moashoretda tu gind natani idges iq xvichas rac sheexeba magi ipovis gzas sadac napovnia ukvee
Achi
23:06 10-05-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული