"დე ლაურენტისი ჯუღელთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა" - Footmercato ქართველის გამოსასყიდ თანხას ასახელებს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ფრანგული პრესა აქტიურად იუწყება, რომ "პარი სენ ჟერმენს" კილიან მბაპეს შემცვლელად "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.

გასულ კვირას ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების დეტალები განიხილეს.

Footmercato-ს ცნობით, დე ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნებს დათანხმდა და ქართველის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება.

"პსჟ "კვარას" სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის გადახდას აპირებს, რასაც "ნაპოლი" მოითხოვს, ასევე ფეხბურთელს ბევრად დიდ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე ახლა "პარტენოპეიში" გამოიმუშავებს. 

თავის მხრივ, აურელიომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვიჩას ხელფასი
6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს და ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაიწეროს. ეს ფაქტი "კვარას" მსურველებისთვის ყველაფერს ნათელს გახდის, "პარტენოპეი" კი ყველანაირად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება",  - წერს გამოცემა.

altკვარაცხელიას მსურველები და "ნაპოლის" მიზანი - გავლენიანი და სანდო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია ხვიჩას მომავალზე

altპსჟ კვარაცხელიას გარდა სერია A-ს კიდევ ოთხი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 30 /
ოსიმენზე თითქმის ორჯერ ნაკლები ხელფასი ექნება მაინც. როგორმე უნდა წავიდეს. როგორც პაპაჩემი ვეღარ დადგება ფეხზე, ისე ვერ დადგება ნაპოლი ოდესმე ფეხზე. მთლიანად შესაცვლელია დაცვა და შუახაზი.
DDDSSS
15:28 12-05-2024
8
ორმა თაღლითმა წაუგებელი პარტია გაითამაშეს.ასეთი დამოკიდებულების გამო,აღარც პსჟ წაიყვანს და ნაპოლიში ჩაალპობენ,ხვიჩას ტალანტს.მერე,შეიძლება ხელფასის დაკლებაც კი მოსთხოვოს.მთლიანად დე ლაურენტისის ინტერესები შესრულდა.
სოსო
13:38 12-05-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული