Il Mattino: პსჟ მზადაა კვარაცხელიას 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ცნობით, პსჟ მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ეს თანხა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.

გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მეტიც, საერთოდ არ უნდა მისი გაშვება. ფეხბურთელის აგენტი აურელიოს მალე შეხვდება და სეზონური 1.5-მილიონიანი ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდას მოსთხოვს. სავარაუდოდ, "ნაპოლი" ანაზღაურების ბონუსებიანად 5 მილიონამდე მომატებას დათანხმდება.

აღნიშნულია, რომ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში, ქართველის ხელფასი 8 მილიონი იქნება. ამ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი
ადასტურებს.

"ეკიპი" კი იტყობინება, რომ პარიზულ გუნდში კვარაცხელიას გადაყვანით პირადადაა დაინტერესებული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე და მან აგრეთვე კლუბის ხელმძღვანელობას ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი), რაფაელ ლეაოს (მილანი) და ბერნარდო სილვას (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერების განხორციელება სთხოვა. მათი გამოსასყიდი ფასი, შესაბამისად, 130, 175 და 58 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
პსჟ ლიგის ჩემპიონი კვარას უმისოდ ვერ გახდება. ამიტომ ყველაფრის მიუხედავად უნდა წაიყვანოს, თუნდაც130 მლ. გადახდა მოუწიოს.
მალხაზ ჯობავა
13 მაისი 2024 22:08
11
თქვე დისლაიქების ჩიტებო, ყისმათი და კუჩხა არ გაგიგიათ, თქვე კუჩხ დო კინჩხ მოტეხილებო!
დისლაიქმეიკერებს
14 მაისი 2024 00:07
5
თქვე დისლაიქების ჩიტებო, ყისმათი და კუჩხა არ გაგიგიათ, თქვე კუჩხ დო კინჩხ მოტეხილებო!
დისლაიქმეიკერებს
14 მაისი 2024 00:53
4
ოოოუფფ! კვარა და ლეაო ერთად, იქ დემბელე, კიდევ სილვა. ფანტაზიებსა და ფეიკებშიც კი გარეკეს. ნახეთ! რასი სჭირდება პსჯ-ს კვარა და ლეაო ერთად, რა საფრანგეთის ლიგა -1-ს ვერ იგებს თუ რა, ამდენი ფული რომ არ გაისროლოს, ხოლო რა ჩ/ლიგის მომგებნი არიან ესენი წელსაც გამოჩნდა,მილანი საერთოდ ჯგუფში ჩარჩა, ხვიჩამ კი 8-ჯერ ითამაშა და 1 გოლიც ვერ შეაგდო, განსაკუთრებით ბასრასთან და რეალთან გაიხსენეთ მისი უსუსური თამაში..130 მლ-ნი არააა...ან კიდევ 135 მლ-ნი ლეაოში...ბოდვაა. ვერ ხვდებით რომ ფეხბურთელში,რომელიც რეგრეს განიცდის თითქმის 1,5 სეზონის მანძილზე და იმის აჩრდილიც არაა რაც გასული სეზონის პირველ ნახევარში იყო, ამდენ თანხას არავინ გადაიხდის და მრავალმილიონიან ხანგძლივ კონტრაქტს არავინ შესთავაზებს...ასეთი რამ არ ხდება. ვის აქვს გარანტია ის ისევ ისე ათამაშთება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ კვარა არ არის ეხლა იმ მდგომარეობაში, რომ ნაპოლის ზღაპრული ხელფასი მოთხოვოს ჩაგდებული სეზონის მერე..იტყვით გუნდმა ჩააგდოვო,მაგრამ ხომ გაიძახი გუნდის უპირველესი ლიდერი კვარააოო და რა გამოდის??.....გვინდა არ გვინდა მას ნაპოლიშიც[ახალი მწვრთნელის ხელში] და განსაკუთრებით ახალ გუნდში თავიდან ექნება დასამტკიცებელი ბევრი რამ.... არის კიდევ ერთი მაშველი რგოლი მისთვის-ევროზე გაბრწყინება, მართლა გაბრწყინება რასაც ჰქვია და არა ფლეშსკორეს და სოფასკორეს დავარცხნილი, სუბიექტური შეფასებები, რაც ჩვენი-ნაკრების ქომაგების ოცნებაა, თორემ ნაპოლის და პსჯ-ს არ გააცივააა..კვარა მაინც არსად დაიკარგება და მეტად მგონია აღარც ჩამოლაბარანტდება, ნურც მის ხელფასზე იდარდებთ, ისედაც საკმარის გამოიმუშავებს-ყველამ საკუთარ გამოფხეკილ ჯიბეებზე იზრუნოს...ისე სულ მაინტერესებს, ასე საჯაროდ რომ განიხილავთ ამ ბიჭის ხელფასა და პირადი კონტრაქტის დეტალებს, მამარდას ხელფასი და კონტრაქტის სხვა დეტალები რატომ არ არის თქვენთვის განხილვის თემა. რა?? ნაკლებ ლიგაში თამაშობს ან ვალენსიას რას უწუნებთ ნაპოლისთან შედარებით, თუ მისი თამაში არ მოგწონთ.....
tENGO
14 მაისი 2024 10:24
9
100-130 მილიონს კვარაცხელიაში არავინ გადაიხდის,გამორიცხულია.ფიზიკურად საკამოდ სუსტია,ფაქტია იტალიის ჩემპიონატშიც კი უჭირს ფიზიკურად,ასევე აქვს მენტალური პორბლემები რაც თვალნათლივ ჩანს როცა ნერბიულობას იწყებს.ტექნიკურადაც საკმაოდ ბევრი წუნი აქვს.ასევე ობიექტურად რომ შევაფასოთ,მისი კარგი თამაში,ძლიერ გუნდთან ძალიან იშვიათობაა თუ საერთოდ ყოფილა. არ მგონია ვინმე ისეთი გიჟი იყოს მაგხელა თანხა ესეთ ფეხბურთელში გადაიხადოს.
ლადო
14 მაისი 2024 11:50
19
პსG 4 რეიტინგში ნაპოლი 17
mamuka
13 მაისი 2024 23:11
5
ერიჰაა, წაიყვანეს ჩვენი ჭრელა და ეგაა.
მწარე
13 მაისი 2024 21:24
12
კვარა, ოსიმენი და ლეაო განსაკუთრებით დამანგრეველი იქნება!
ლაშა
13 მაისი 2024 23:59
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული