"დე ლაურენტისი კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ხელმძღვანელები მწვრთნელის შერჩევას აგრძელებენ. ზაფხულში გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი ფრანჩესკო კალცონა დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ესპოზიტომ Areanapoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს დაუკავშირდა.

"აურელიო დე ლაურენტისი იურგენ კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა, კლოპი ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობიდან დისტანცირებას აპირებს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა ესპოზიტომ.

შეგახსენებთ, კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" დატოვებს, გერმანელს კი, დიდი ალბათობით, "ფეიენოორდის" თავკაცი არნე სლოტი შეცვლის.

alt"დე ლაურენტისი

ჯუღელთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა" - Footmercato ქართველის გამოსასყიდ თანხას ასახელებს

altსულ ცოტაც და ყველაფერი გაოფიციალურდება - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს 29 მაისს წარადგენს

altცნობილია იმ 5 ქართველი ტალანტის ვინაობა, რომლებსაც "ნაპოლი" აკვირდება - ჯუღელისა და დე ლაურენტისის შეხვედრა ბევრს გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოო კიდევ....იმ შემთხვევაში დავთანხმდები დაუფიქრებლათო თუ გუნდში ორივე მეგავასკვლავი-კვარა და ასიმენი დარჩებაო...ასე შემოუთვლია იმ ნემეცს.
Jora-giorgi
15:02 14-05-2024
0
ეს იტალიელი ჟ-ურნა-ლისტები (კაცები) ქალებს უჯოკრავენ ჭორიკანობაში
სიმართლე
10:01 14-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული