"ბოლონიასთან" ნამატჩევს "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიელმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს:
ტომაზო ტურჩი (DAZN): "ტრიბუნაზე დამწუხრებული დე ლაურენტისი მძიმე სანახავი გახლდათ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდისთვის სულერთი იყო, მოიგებდა თუ წააგებდა. ფეხბურთელებს განცდა აღარ აქვთ. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ იმდენად კმაყოფილები დარჩნენ, რომ თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხეს. პრესის დუმილი თითქოს გუნდის და კლუბის თხოვნით მოხდა, რადგან შეიძლებოდა კრიტიკას სიტუაცია კიდევ უფრო გაერთულებინა. "ნაპოლის" ერთიანობა და ბრძოლის უნარი აკლია.
კვარაცხელია ნერვიულობს? ინდივიდუალისტი მაშინ აჩვენებს შედეგს, როდესაც გუნდი გამართულად მოქმედებს, სხვა შემთხვევაში მას ვერ
ეხმარება. ახლა ყველაფერი სასურველად არ მიდის და ხვიჩასგან გასული სეზონის მსგავსად ასპარეზობის მოლოდინი აბსურდულია. სატურნირო ცხრილით და თვით კონტრაქტით გამოწვეული ნერვიულობა მასზე აისახება. ხანდახან საკუთარი თავისთვის უფრო თამაშობდა, ვიდრე გუნდისთვის".
კვარაცხელია ნერვიულობს? ინდივიდუალისტი მაშინ აჩვენებს შედეგს, როდესაც გუნდი გამართულად მოქმედებს, სხვა შემთხვევაში მას ვერ
პაოლო ბარჯიჯა (სატრანსფერო ექსპერტი): "კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე გაგრძელებას არ გეგმავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასვლა უნდა. მართალი გითხრათ, ქართველის აგენტს ჯერ ახალი წინადადება არ წამოუყენებია".
ანტონიო კორბო (Repubblica): "პირველ რიგში, მწვრთნელის საკითხია გადასაწყვეტი, რომლის ვინაობას ბოლო ტურში "ლეჩესთან" შეხვედრის შემდეგ შევიტყობთ. თუ ჯან პიერო გასპერინი დაითანხმეს, შესაძლებელი იქნება გუნდის 3-5-2 ან 3-4-2-1 ტაქტიკაზე გადაწყობა და არა მარტო ვიქტორ ოსიმენის, არამედ თვით კვარაცხელიას გასხვისება".