დე ლაურენტისი: კვარაცხელია? ვნახოთ, ვინ გეგმავს მის შეძენას - ის მე აღმოვაჩინე

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმ პრესკონფერენციაზე გუნდის მომავალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი:

"ჩემგან ახალი ამბების გაგება გინდათ, თუმცა ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით. უფრო მეტს 31 მაისის შემდეგ გამცნობთ. უკვე იცით, რომ ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა გვეყოლება და ერთად ვიმუშავებთ. იმედგაცრუებული არ ვარ, დანებებას არასოდეს არ ვაპირებდი.

იყო შეცდომები, მაგრამ მოდით, ეს გვერდი გადავფურცლოთ. კინოშიც მქონია შემთხვევები, როდესაც ყველაფერი სასურველად არ წარიმართა. მოპოვებული სკუდეტო ჩემი სიამაყეა. გუნდის გასაძლიერებლად მილიონები დავხარჯე, შემეძლო მეთქვა, რომ საკმარისია, მაგრამ ამის ნაცვლად იანვარში ისევ
შევიძინე ფეხბურთელები. სამწუხაროდ, მივხვდი, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ჩემი ინიციატივით მხოლოდ სირილ ნგონჟი დავიმატეთ, სხვები მე არ ამირჩევია.

არცერთი ფეხბურთელი არაა ხელშეუხებელი, თუმცა უნდა ვნახოთ, ვინ გეგმავს მათ შეძენას. კვარაცხელია? ის მე აღმოვაჩინე, კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და თავს მშვიდად ვგრძნობ. როდესაც "კვარა" ავიყვანეთ, მას არავინ არ იცნობდა, შემდეგ კი კერპი გახდა. ხელშეკრულების პირობები შესრულებული უნდა იყოს.

დაშვებული შეცდომების განმეორება არ მომიწევს. ეს კრისტიან ჯუნტოლის "იუვენტუსში" წასვლას შეეხება, რაც ლუჩანო სპალეტიმ დაგვიანებით მაცნობა. მეტად არავის დატოვებას არ ვაპირებ. ვინჩენცო იტალიანო გადმოსასვლელად მზად იყო, მაგრამ "ფიორენტინასთან" გამომშვიდობებაზე საბოლოოდ უარი თქვა. ტიაგო მოტა არ დაგვთანხმდა. იგორ ტუდორმა ორწლინი კონტრაქტი მოითხოვა და უარით გავისტუმრე. შეიძლება რუდი გარსიას გაშვება საჭირო არ იყო.

ახალი სტადიონის მშენებლობას არ ვაპირებ. დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქრო და არა ევროპის 2032 წლის ჩემპიონატზე. არქიტექტორებს ვესაუბრე და "დიეგო მარადონას" რეკონსტრუქცია განვიხილეთ, რასაც ორი წელი დასჭირდება. ამ არენაზე ისეთივე თანხას ვხარჯავ, რამდენსაც პსჟ "პარკ დე პრენსზე". დავიღალე. ასაკის გამო - არა. სექტემბრიდან ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობას დავიწყებ".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ პრესკონფერენციიდან თუ რაიმე უტყუარი დასკვნები შეიძლება გაკეთდეს, უპირველესად ის უნდა ითქვას, რომ ამ კაცის ხელში ნაპოლის გრანდობის მცნებასთან მიახლოებაც არ ეღირსება. ომის შედეგად, უეფას რუსეთთან მიმართებაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისცა საშუალება, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მისნაირი ხარბი ტიპებიდან (თითქმის სამჯერ იაფად, რუბინი 30 მლნ-საც აფასებდა) დაეთრია ჯუღელის მუქთა "პრედლოჟენია". არ ვიცი რა და როგორ ხდება მედია და კინოს ინდუსტრიაში, მაგრამ ფეხბურთში არ არსებობს არანაირი (0 % ) ახსნა, რომ ტოპ ლოგის MVP , ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა, საუკეთესო გოლის ავტორი, სერია ა -ს სეზონში 3-ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი (ციდანაც რომ იყოს ჩამოვარდნილი) არათუ საუკეთესო კონტრაქტით გამოარჩიო, არამედ დამწყები სკამის ფეხბურთელის კონტრაქტი დაუტოვო მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. ტოპ გუნდები კი არა, ასე არ იქცევა მეორე ეშელონის ოდნავ ამბიციური გუნდებიც კი. პრინციპში მარტო ხვიჩას არა, მთელ გუნდს ანალოგიურად მოექცა. ერთადერთი გამონაკლისი ოსიმენია. ისიც ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მასში ჰქონდა გადახდილი 70 მლნ და ჩადებული ფულის კაპიტალიზებას ეფოფინება. არც რეკლამას აკლებდა საკუთარი წყაროებიდან. ვინც რაც არ უნდა თქვას, ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის უკვე შემდგარი სუპერვარსკვლავია (თუგინდ 85 მლნ რომ ღირდეს). აწი ლაურენტისმა რაც არ უნდა ხალხი მოიყვანოს, შარშანდელი გუნდი აღარ ეღირსება. იმიტომ, რომ მას არ დაუმსახურებია ჩემპიონი გუნდი, რაც სრულებით გამოავლინა მისი ქცევებით. ასე რომ, ხვიჩამ უნდა დააღწიოს როგორმე ამ კლუბს თავი. სადაც იმდენი აჩვენა და გააკეთა, რაც არც ბელინგემს და არც ჰოლანდს დორტმუნდში არ მიუღწევიათ. მათნაირ გუნდებში ხვიჩა დაუვიწყარ ფეხბურთს შექმნის. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ისევე ალბათ როგორც მრავალი თქვენგანი.
ამატაკი
02:54 17-05-2024
1
ხვიჩა ისეთ ასაკშია რომ თამაში არ დაავიწყდება და უკვე შემდგარი ვარსკვლავია. ვინმე თუ იტყვის ვეღარ თამაშობსო უბრალოდ ფეხბურთის ყურებას უნდა დაანებოს თავი. თუ ხვიჩას კარგი თამაში არ ექნება ეს იმას ნიშნავს რომ კვარა ბედნიერი არაა და მაგიტომაც ვერ ითამაშა. 1 წელია ის მომღიმარი ბიჭი საქართველოდან აღარ ჩანს რადგან არ უხარია ის რასაც აკეთებს ეს ლაურენტისი კი ყველგან იძახის გიორგიევსკის ტრაქტატის მსგავსად კონტრაქტი უნდა შესრულდეს 2027 წლამდეო. რაც კვარას ძალიან აღიზიანებს. მისი თამაშის სტილი სრულიად შეესაბამება მის ხასიათს. იმედია ხასიათს ევროპის ჩემპიონატი და უკეთესი პირობები გამოუკეთებს. ღმერთი შენსკენ ხვიჩა. მინდა რომ ღიმილი დაუბრუნდეს სახეზე და იმ თამაშით ვისიამოვნო რაც ასე ძალიან უხდება მომღიმა ბიჭს პატარა საქართველოდან. ყველა ქართველს ეამაყები კვარა და შენი სჯერავს.
roma bejanidze
01:02 17-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული