ორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლი" "ფიორენტინას" ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 57-ე წუთზე ქართველმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და მეტოქესთან ანგარიში გაათანაბრა. "კვარამ" მოედანზე 86 წუთი გაატარა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.8 ქულა, Sofascore 7.8 ქულა, Whoscored 7.7 ქულა.

"ნაპოლი" ჩემპიონატის ბოლო მატჩს 26 მაისს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

altბრწყინვალედ შეასრულა - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ჯარიმა "ფიორენტინასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩასთვის რომ ეს პირველი სეზონი ყოფილიყო…
გ.ხ.
18 მაისი 2024 02:19
6
ვულოცავ ყველას ხვიჩას ამ მაგარ გოლს უკვე მის ისედაც მრავალფეროვან არსენალს საჯარიმოს დარტყმაც დაემატა. კვარას ჭირდება ძლიერი კლუბი უკვე ნაპოლი აპაუზებს მის ზრდას ტოპ სტარად ჩამოყალიბებაში. ამიტომ 2 გამოსავალია ერთი გადავიდეს გრანდში სადაც ვარსკვლავური თანაგუნდელების გარემოცვაში მისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე გავა მაგრამ ეს ამ ეტაპზე ძნელად მოსჩანს ან მეორე ბებერმა ჟმოტმა ძირეული ცვლილებები განახორციელოს და გაუშვას გუნდიდან ბალასტთა მთელი კრება და მოიყვანოს მინიმუმ 2-3 სტარი რაც ძნელი წარმოსადგენია მის ხელში რათა ხვიჩამ მომდევნო სეზონში უფრო გაიბრწყინოს, ლობოტკა, ანგისა, პოლიტანოს გვერდით ეს შეუძლებელია. ასევე მოახლოებულ ევროზე ხვიჩამ უკვე დიდ ტურნირზე აჩვენოს მისი ხარისხი ნაკრების მაისურითაც და ლავრენტას ისეთი ოფერები შეუვა ტოპ კლუბებიდან მას სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ დარჩება კვარას რაიმე ბერკეტით შესაჩერებლად.
Charley
18 მაისი 2024 02:08
5
Flashscore - 7.8, Sofascore - 7.8, Whoscored - 7.7
რეზო
18 მაისი 2024 01:13
2
არა რაა აუცილებლად უნდა მოშორდეს კვარა ნაპოლის ! ის იდიოტი ფულისტი ლაურა თავისნაირ იდიოტებს და იაფ მწვრთნელებს ეძებს და ეგეთების ხელში როგორ უნდა გაიხაროს ? გოლი გაქვს გასატანი რომ ჩაებღაუჭო ევროთასებს და ამ დროს 86-ე წუთზე გაგყავს საუკეთესო შემტევი იდიოტი ხარ აბა რა ხარ ?? კალცონას სულ კიდია ნაპოლი ევროთასებზე ითამაშებს თუ არა მაგის მთავარი საფიქრალი სლოვაკეთის ნაკრები და ევროპის ჩემპიონატია და ასეთი კაცი მოათრია ლაურამ იმიტომ რომ იაფად გამოსყულიყო @ ხოდა ისევ ისე გააგრძელებს ლაურა მოათრევს ვიღაცა ჩამოწერილ "მწვრთნელს" და იმის ხელში უნდა დარჩეს კვარა @@
zura222
18 მაისი 2024 01:12
9
არა, კაცო, არ დაიჯეროთ.. ფასის ასაწევად დასჭირდათ და ჩაუწყეს შეფასება როგორც ყოველთვის... არც ის გოლი გაუტანია საჯარიმოდან, კვარას ფორმაში გადაცმული ვახო სანაია იყო მაგი...
დდდ
18 მაისი 2024 01:05
9
ამ თამაშის ჩანაწერის საშუალება მაქვს და ამიტომ ზურიკოს თამაშის ნახვა ვარჩიე,რადგან მის ჩანაწერს ვერ ვნახავ.ზურიკომ მოლოდინი გამიმართლა და უბრალოდ შესანიშნავი იყო.პირველ 15 წუთში,ორი საგოლე პასი გააკეთა და მეორე ტაიმში,გოლიც გაიტანა.სამივე შემთხვევაში მაღალი ხარისხის პასები და გოლი იყო.კიდევ გააკეთა კარგი პასები,მაგრამ პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს,დაცვამაც ორი გოლი,თვითონ აჩუქა მეტოქეს და საბოლოოდ,ბორდომ,3-2 გაიმარჯვა.პირველ ტაიმში,ზურიკო ბურთის მიღებისას,ზურგიდან მოჩეხა მცველმა,მერე კი ფეხი დაადგა ფეხზე და გაფრთხილებაც მიიღო.გოლამდე,8 ქულაზე მაღალი შეფასება ჰქონდა და საბოლოოდ რამდენი დაუწერეს,არ ვიცი.
სოსო
18 მაისი 2024 01:05
0
ზურა 222,რეზო!გმადლობთ ბიჭებო!
სოსო
18 მაისი 2024 14:39
0
ფედერეციის საიტზე (GFF) ზურიკოს თამაშებცაა შენახული და სხვებისაც
zura222
18 მაისი 2024 11:03
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული