მიქაუტაძეს ნავასმა არ გაატანინა - "მეცი" პსჟ-სთან დამარცხდა, მაგრამ ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურში, „მეცი“ სახლში ჩემპიონ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა.

სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ორი გოლი გაიტანეს - პირველი მეკარე ოკიჯას უხეში, მეორე კი ცენტრალური მცველების შეცდომის შედეგად. შემდეგ მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ მეკარე კეილორ ნავასმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმში „მეცი“ გააქტიურდა. მიქაუტაძემ დანილუ პერეირა გააბითურა, ნავასთან პირისპირ გავიდა და მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მერე ლამინ კამარას კუთხიდან დარტყმული ბურთი პარიზელთა კარის ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში გიორგიმ
საჯარიმოდან მცირედით ააცილა ბურთი კარს და მისმა გუნდმა მარცხი განიცადა.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტმა" "ლორიენმა" საკუთარ მოედანზე "კლერმონი" 5:0 გაანადგურა, "მეცმა" ჩემპიონატი უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების შედეგად მე-16 ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

დღევანდელ მატჩში მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.4,
Whoscored 6.9, Flashscore 6.5. ქართველმა ჩემპიონატზე 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 სოლერი (7), 0:2 ლი კან ინი (12)

alt"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 21 /
აფსუს! ერთი ცრუ მოძრაობაც და ნავასს გააცუცურაკებდა! როგორ არ გეყო ცივსისხლიანობა, ბრწყინვალე ჟორჟ! დაიხატებოდა ულამაზესი გოლი!
ბესო შიოშვილი
08:49 20-05-2024
0
დაცვა!დაცვა და კიდევ დაცვა!რამდენი ქულა დაკარგეს,დაცვის სისუსტის გამო და ბოლოს,ლიგა 1-ს წევრობაც.გიორგი სხვა კლუბს ნახავს,მაგრამ მისთვის ასე კომფორტული გარემო,საეჭვოა სხვაგან კიდევ ჰქონდეს.
სოსო
01:39 20-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული