"ეს ამბავი შენგან გავიგე, არც ველოდებოდი, სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი "შახტარში" გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები, ჩანიშნულია შეხვედრა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთანაც.
ჩემთვის აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არამარტო, მის პოზიციაზე საუკეთესოა უკრაინაშიც.
თუ ირაკლი აზაროვი 26 კაციან სიაში ვერ ხვდება, მიხარია, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვუმიზნებთ.
ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით ფეხბურთში ისე, როგორც თავად უყურებს. ყველა ქართველის მოვალეობაა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მთელი გულით ვუგულშემატკივროთ", - განაცხადა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში.
"მისი განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო" - რა განაცხადა სანიოლმა აზაროვზე?
სანიოლის სია - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში
მაგრამ ეს ერთი საკითხია, მეორეა ჯუღელის კომპეტენცია, აზაროვი მაგარი ფეხბურთელია და კლუბი ისე უნდა შეირჩეს, რომ ბევრი საკითხი იქნას გათვალისწინებული - ჩემპიონატის დონე, გუნდის დონე, ძირითადში თამაშის შესაძლებლობა, შესაფერისი ანაზღაურება, კონტრაქტის გამოსყიდვა და ა.შ. ჯუღელის ამ კონეტარიდან გამომდინარე მე პირადად შიში გამიჩნდა რაიმე შეცდომა არ იქნას დაშვებული.
პ.ს. რაის შოტლანდია?!
აზაროვი კი არა
ჰუმელსი დარჩა ევროს გარეშე :)
ხდება ხოლმე. ასე თვლის სანიოლი
ფაქტი ისაარ ომ ჩვენ კი გვინდა აზაროვი ნაკრებში მაგრამ
ვერცერთი ჩვენთაგანი იმასაც ვერ ვიტყვით რომ წიტა და შენგელია არ უნდა იყვენენ :)