"მისი ტრანსფერის საკითხზე უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
"შახტარის" განაპირა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლის საქართველოს ნაკრების სიაში ვერმოხვედრა მისთვის სიურპრიზია, რაც შეეხება ფეხბურთელის საკლუბო კარიერას, ირაკლი შესაძლოა, სულ მალე ტოპ ჩემპიონატში ვიხილოთ.

"ეს ამბავი შენგან გავიგე, არც ველოდებოდი, სიაში რომ არ იქნებოდა. ირაკლი "შახტარში" გამორჩეული ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის საკითხზეც უახლოეს დღეებში საფრანგეთის ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები, ჩანიშნულია შეხვედრა შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთანაც.
ჩემთვის აზაროვი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არამარტო, მის პოზიციაზე საუკეთესოა უკრაინაშიც.
მჯერა, აზაროვი საბოლოოდ მოხვდება იქ, სადაც მისი ადგილია" - გვითხრა მამუკა ჯუღელმა.

თუ ირაკლი აზაროვი 26 კაციან სიაში ვერ ხვდება, მიხარია, ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვუმიზნებთ.
ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება, შეიძლება ჩვენ ვერ ვერკვევით ფეხბურთში ისე, როგორც თავად უყურებს. ყველა ქართველის მოვალეობაა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მთელი გულით ვუგულშემატკივროთ", - განაცხადა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში.


alt"მისი განაცხადს მიღმა დატოვება ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო" - რა განაცხადა სანიოლმა აზაროვზე?

altსანიოლის სია - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

მკითხველის კომენტარები / 21 /
არაუშავს ხალხო
აზაროვი კი არა
ჰუმელსი დარჩა ევროს გარეშე :)
ხდება ხოლმე. ასე თვლის სანიოლი
ფაქტი ისაარ ომ ჩვენ კი გვინდა აზაროვი ნაკრებში მაგრამ
ვერცერთი ჩვენთაგანი იმასაც ვერ ვიტყვით რომ წიტა და შენგელია არ უნდა იყვენენ :)
d
23 მაისი 2024 08:31
9
წიტა და შენგელაიაც უნდა იყოს და აზაროვიც. ბევრი სხვა არის ვინც დაუმსახურებლად მიდის. აზაროვი არის ბრწყინვალედ შეთანამშებული გუნდთან და არ აქვს ნაკრებს ამის ფუფუნება რომ გარეთ დატოვოს
ვვვ
23 მაისი 2024 11:27
0
მიროს - 100% ხარ, აქ მაგას არავინ არ მიაქცია ყურადღება, არც გველესიანს, კანკავას, და ქვილითაიას ამ ციკლში არანაირი დამსახურება არა აქვთ იმ შედეგთან რაც დადგა, აზაროვმა რაც გამოჩნდა ნაკრებში, კვარასთან იდეალური დუეტი შექმნა და ბევრად უადვილებდა შეტევაში თამაშს, ერთად დიდი დრო აქვთ გატარებული დინამოშიც და ასაკობრივებშიც და მათი ურთიერქმედება თვალსაჩინო იყო. სწორედ ეგ არის საწყენი და მეტი არაფერი, თორემ ვილიმ თუ შედეგი დადო ისევ, არავის არ გაახსენდება ეს ყველაფერი, აზაროვისათვის კი შეიძლება მთელი კარიერის ტრავმად იქცეს. ვარჯიში და ბრძოლა გააგრძელოს, ნიჭიერი ბიჭია არ დაიკარგება.
ATP 16
23 მაისი 2024 01:09
1
აზარა ნაპოლოში გადავაა მალიე
Karche ra
23 მაისი 2024 00:21
1
სანიოლმა იცის თავისი საქმე და შეეშვით.
მაგას უნდა დაპროგრამებული გუნდი(რაც აქამდე არ გვქონდა-შენგელიას ახასიათებს არასტანდარტული დარტყმები და ჩაწოდებები რასაც ბუდუ ან ჟორჟი უნდა გამომეხმაუროს.
მოკლედ ვაცადოთ მაგ კაცს.
ყველა კმაყოფილი ვერ იქნება-მადლობა თქვით ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი რო არ გამოიძახა
Levani
23 მაისი 2024 00:02
9
აზაროვი არ არის იდეალური მცველი, მაგრამ არც წიტაიშვილი და შენგელია არ არიან მცველები, ჩემი აზრით ესენი უფრო კარგი შემტევები არიან, თან შენგელიას დიდებული დარტყმა აქვს და საერთოდ რა უნდა დაცვაში ვერ ვხვდები, აქ სხვა რაღაც ხდება და არ ამბობენ მემგონი...
Givi
22 მაისი 2024 23:06
4
კი სხვა რამე ხდება გლობალური ომის პარტია იქნება გარეული მაგრმ არ ამბობენ -_- რა უნდა ხდებოდეს სხვა? გადაახედე სიას ვინები მოხვდნენ და მერე შეადარე აზაროვის თანამშის დონე, კლასი და გუნდთან შეთამაშება.
ვვვ
23 მაისი 2024 11:31
0
წარმატება, ირაკლი! ყველაფერი წინა გაქვს.
გიორგი
22 მაისი 2024 22:53
0
Agentma ar icoda irakli ganacxadshi rom ver moxvda,ra icis???vis xelshia axalgazrda bichebis bedi :(((
L.J .
22 მაისი 2024 22:43
1
ვიღაცეები დაჯდნენ და გადაწყვიტეს ირაკლის ბედი. სამწუხაროდ არა სასურველად. იმედია ეს ნიჭიერი ბიჭი არ გატყდება და პირიქით ყველას დაუმტკიცებს რომ ღირსია ნაკრების. მთელი კარიერა წინა აქვს და იმედია კარგ კარიერას აიწყობს, თავისი შრომით და მონდომებით.
G.LA
22 მაისი 2024 22:37
2
Რაო სანიოლთან ვეღარ გაქაჩე?რავი გარეჯთან თამაში კარგად ჩააწყე და სანიოლთან რა მოგივიდა
Პრედლაჟენია კაცს
22 მაისი 2024 21:05
11
ირაკლის აგენტია და აზრზე კი უნდა ყოფილიყო,რომ შესაძლოა განაცხადში არ შეეყვანათ.უკრაინაში საუკეთესოაო და შახტიარი ხან ათამაშებდა,ხან არა.საუკეთესოდ რომ თვლიდნენ,მუდმივად ათამაშებდნენ და შოტლანდიაში წაყვანის ტრაბახიც ადასტურებს მის არაკომპეტენტურობას.ირაკლის კომპლექციის და ჯანის ფეხბურთელს,შოტლანდიაში თვითონ უნდა უკრძალავდეს წასვლას.ძალიან,ძალიან მომწონს ირაკლი,მაგრამ მისი ფიზიკური მონაცემების კაცი,საკმაოდ შეზღუდულია ლიგის არჩევაში.შესაძლოა სანაკრებო განაცხადშიც იმიტომ არ შეიყვანეს,რომ სანიოლმა,მაინც ფიზიკურად ჯანიან ბიჭებზე გააკეთა აქცენტი.პორტუგალიასთან,ტექნიკაში ვერ შევეწინააღმდეგებით და ისევ სიმაღლით და ჯანით შეეცდება რაღაცას.ჩეხები ისეთი ათლეტები არიან,მათთანაც ჯანიანი ბიჭები სჭირდება თურქების თამაში არ მინახია,მათზე ვერაფერს ვიტყვი.მგონი მაინც სანიოლი ამ კონცეფციას ეყრდნობა და ამიტომ დატოვა გარეთ,ირაკლი აზაროვი.გასაგებია,რომ ძალიან საწყენია,მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის და ამის გამო,შრომას არ უნდა მოუკლოს.საბა საზონოვს,სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს,როცა ათამაშებდნენ,მაშინაც არ იყო მთლად უშეცდომო და ისევ გამოცდილი ხალხი ამჯობინა.ძალიან ცუდია,ამხანაგურები რომ გაგვიუქმდა.თამაშების გარეშე,შესაძლოა ბიჭებმა ტონუსი დაკარგონ.რაღაცა გამოსავალი უნდა გამოინახოს.
სოსო
22 მაისი 2024 20:26
11
აბა რა , ბარსელონაზე უკეთესი გუნდებია ჩეხეთი და თურქეთი . ხოდა , მათ წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა . კვეკვესკირის და მექვაბიშვილის კლასი და ჯანიანობა არ გაიშვას რა . აზაროვი არის ფეხბურთელი , რომელიც ევროპელების ენაზე რომ ვთქვათ , განსხვავებას ქმნის და დაშტამპულ რობოტებს ეგეთი ხალხი უფრო ეფექტურად ეთამაშებსა . თანაც , მიუხედავად მისი მასისა , არც ისე ცუდი ფიზიკის და გამძლეობის პატრონია , რომ ერთი ტაიმი ვერ ითამაშოს სრული დატვირთვით . მადლობა კანკავას ყველაფრისათვის , ნუ აჰა , კვეკვესკირსაც , მაგრამ პროფესიულ ფეხბურთში ,,ჯიგრულ პონტში " წაყვანა არ მოსულა . ამის მაგალითად რაულიც გამოდგება , მეტი რომ არავინ დავასახელო .
gpi
22 მაისი 2024 22:06
0
Შახტიარი არა ბახტიარი.სოსოოო ის ვერ გაგიგია შახტიარია თუ შახტარი და კაცმა რო გკითხოს იქნებ სანიოლზე უკეთესად გესმოდეს ფეხბურთი
სოსოს-ს
22 მაისი 2024 20:56
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული