SKY: პსჟ-ის კონკრეტიკა - 200+ მილიონი "კვარასა" და ოსიმენში

AutoSharing Option
Sky-ის სატრანსფერო ექსპერტმა ფრანჩესკო მოდუნომ Sky Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენს" გადაწყვეტილი აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, "ნაპოლის" ვარსკვლავების - ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ხელში ჩაგდება და კონკრეტულ წინადადებასაც ამზადებს.

მოდუნოს მტკიცებით, პარიზული კლუბი, ოსიმენის თანხმობის შემთხვევაში, მას 130 მილიონად გამოისყიდის (ნიგერიელის გადაბირებას აგრეთვე "ჩელსი" ცდილობს), ხოლო კვარაცხელიაში "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, 100 მილიონამდე შესთავაზებს და ეს იმაზე 20 მილიონით მეტია, რასაც ადრე სთავაზობდა.

"ვნახოთ, რამდენად რეალურია ამ ორი ტრანსფერის ერთდროულად განხორციელება და რას იტყვის დე ლაურენტისი,
რომელსაც მხოლოდ ვიქტორის გასხვისება და ხვიჩას დატოვება სურს, თუმცა ადრე მან თქვა, რომ გუნდში ხელშეუხებელი არავინაა", - დასძინა მოდუნომ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
პსჟ-ეს ალბათ კარგი მწვრთნელი აკლია. გუნდში თანამედროვეობის სამი უძლიერესი ფეხბურთელი თამაშობდა და ვერაფერს მიაღწია(მესი, ნეიმარი და მბაპე). მე რაღაცატომ ხვიჩას ოსიმენთან თამაში არ მიზიდავს, რადგან მის ჩრდილში უნდა იყოს და გადაცემები მას უნდა უკეთოს. ოსიმენი კი არაა ის ფეხბურთელი, რამხელა რეკლამაც აქვს და ამ გადაცემებს უმოწყალოდ ანიავებს.
ჟორა
09:28 23-05-2024
4
თუ კვარა ოსიმენთან ერთად გადავა რა თქმა უნდა პსჟში ძლიერ ტანდემს შექმნიან და ნაპოლიში ტანჯვას და დაუფასებლობას ეგ ვარიანტი ბევრად ჯობია.მაგრამ მე პირადად კვარა პსჟსთვის არ მემეტება და ის ჩემს საყვარელ ბარსაში ან თუნდაც ლივერპულში მინდა გადავიდეს!
Maradona
05:55 23-05-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული