SKY: პსჟ-ის კონკრეტიკა - 200+ მილიონი "კვარასა" და ოსიმენში

AutoSharing Option
Sky-ის სატრანსფერო ექსპერტმა ფრანჩესკო მოდუნომ Sky Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენს" გადაწყვეტილი აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, "ნაპოლის" ვარსკვლავების - ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ხელში ჩაგდება და კონკრეტულ წინადადებასაც ამზადებს.

მოდუნოს მტკიცებით, პარიზული კლუბი, ოსიმენის თანხმობის შემთხვევაში, მას 130 მილიონად გამოისყიდის (ნიგერიელის გადაბირებას აგრეთვე "ჩელსი" ცდილობს), ხოლო კვარაცხელიაში "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, 100 მილიონამდე შესთავაზებს და ეს იმაზე 20 მილიონით მეტია, რასაც ადრე სთავაზობდა.

"ვნახოთ, რამდენად რეალურია ამ ორი ტრანსფერის ერთდროულად განხორციელება და რას იტყვის დე ლაურენტისი,
რომელსაც მხოლოდ ვიქტორის გასხვისება და ხვიჩას დატოვება სურს, თუმცა ადრე მან თქვა, რომ გუნდში ხელშეუხებელი არავინაა", - დასძინა მოდუნომ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Მბაპე აგარა პსგ რეალში გადადის
Დათა
23 მაისი 2024 13:37
0
ჯერ ერთი პსჟ ბანდას,მერე რა უნდა საფრანგეთში,ძლიერმა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისში უნდა ითამაშოს სანამ ფორმაში იქნება.სხვაგან თამაშს მერეც მოასწრებს.
ლექსო
23 მაისი 2024 11:33
18
ეგ პირიქითაა, როგორც წესი, მაგალითად რავანელი, ძოლა, აგუერო…
ლაშა
23 მაისი 2024 14:56
0
პსჟ-ეს ალბათ კარგი მწვრთნელი აკლია. გუნდში თანამედროვეობის სამი უძლიერესი ფეხბურთელი თამაშობდა და ვერაფერს მიაღწია(მესი, ნეიმარი და მბაპე). მე რაღაცატომ ხვიჩას ოსიმენთან თამაში არ მიზიდავს, რადგან მის ჩრდილში უნდა იყოს და გადაცემები მას უნდა უკეთოს. ოსიმენი კი არაა ის ფეხბურთელი, რამხელა რეკლამაც აქვს და ამ გადაცემებს უმოწყალოდ ანიავებს.
ჟორა
23 მაისი 2024 09:28
4
მართალია რაც ბოლო თამაშმაც დაადასტურა,მან თუ ააცილა ან პასის მიღების ნცდელობა ჰქონდა ტაშს უკრავს,მაგრამ თუ ხვიჩას დარტყმული აცდა ხელებს შლის უკმაყოფილოდ,არც მე არ მომწონს ეგ იდეა ოსემენი და კვარა ერთად,კვარას განვითარებას ოსიც ხელს უშლის
სვანსკი
23 მაისი 2024 10:08
1
ეგრე თუ გადაწყდა მანდ დაამთავრებს კარიერას, სად გინახავთ პსჟ-ს გაყიდული ფეხბურთელი. ეგენი ლაურენტისზე უარესები არიან გაიხსენეთ ვერატი.
ზაკო
23 მაისი 2024 08:17
15
თუ კვარა ოსიმენთან ერთად გადავა რა თქმა უნდა პსჟში ძლიერ ტანდემს შექმნიან და ნაპოლიში ტანჯვას და დაუფასებლობას ეგ ვარიანტი ბევრად ჯობია.მაგრამ მე პირადად კვარა პსჟსთვის არ მემეტება და ის ჩემს საყვარელ ბარსაში ან თუნდაც ლივერპულში მინდა გადავიდეს!
Maradona
23 მაისი 2024 05:55
4
გეთანხმებით, თუმცა კვარასთვის 2 წლიანი პარიზული თავგადასავალი და მერე ბარსაც არ იქნება ცუდი ვარიანტი
ბათუმელი ექსპერტი
23 მაისი 2024 07:50
2
გადაიკითხეთ მაინც რას წერთ
არისტაფანი
23 მაისი 2024 04:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული