SKY: პსჟ-ის კონკრეტიკა - 200+ მილიონი "კვარასა" და ოსიმენში

AutoSharing Option
Sky-ის სატრანსფერო ექსპერტმა ფრანჩესკო მოდუნომ Sky Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენს" გადაწყვეტილი აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, "ნაპოლის" ვარსკვლავების - ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ხელში ჩაგდება და კონკრეტულ წინადადებასაც ამზადებს.

მოდუნოს მტკიცებით, პარიზული კლუბი, ოსიმენის თანხმობის შემთხვევაში, მას 130 მილიონად გამოისყიდის (ნიგერიელის გადაბირებას აგრეთვე "ჩელსი" ცდილობს), ხოლო კვარაცხელიაში "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, 100 მილიონამდე შესთავაზებს და ეს იმაზე 20 მილიონით მეტია, რასაც ადრე სთავაზობდა.

"ვნახოთ, რამდენად რეალურია ამ ორი ტრანსფერის ერთდროულად განხორციელება და რას იტყვის დე ლაურენტისი,
რომელსაც მხოლოდ ვიქტორის გასხვისება და ხვიჩას დატოვება სურს, თუმცა ადრე მან თქვა, რომ გუნდში ხელშეუხებელი არავინაა", - დასძინა მოდუნომ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Მბაპე აგარა პსგ რეალში გადადის
Დათა
13:37 23-05-2024
0
ჯერ ერთი პსჟ ბანდას,მერე რა უნდა საფრანგეთში,ძლიერმა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისში უნდა ითამაშოს სანამ ფორმაში იქნება.სხვაგან თამაშს მერეც მოასწრებს.
ლექსო
11:33 23-05-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული