"მიუნხენში უკვე სახლს ვეძებდი, სადაც უნდა მეცხოვრა" - მამარდაშვილმა "ბაიერნში" არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, Geo Team-თან ინტერვიუში "ბაიერნში" არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, გასულ ზაფხულს, მიუნხენურ კლუბთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

"მამაჩემი და ჩემი აგენტი მიუნხენში ჩასულები იყვნენ, მოლაპარაკების ბოლო დეტალებს აგვარებდნენ. მიუნხენში უკვე სახლს ვეძებდი, სადაც უნდა მეცხოვრა. მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ვეღარ გადაიხადეს ის თანხა, რაც იყო საჭირო. მაშინ 35 მილიონზე იყო ლაპარაკი, მე მგონი, და არ გამოვიდა მაგიტომ", - განაცხადა მამარდაშვილმა Geo Team-თან ინტერვიუში.

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მამარდაშვილი
"ვალენსიას" დატოვებს. ბრიტანული პრესის ცნობით, მისი დამატებით ამ მომენტში ყველაზე მეტად "ნიუკასლი" ინტერესდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Bavariashi ra joshkebi arian pexburtelebshi puls arixdian egchemisebi
Rggc
20:57 23-05-2024
7
მიუნხენში მეც ვეძებდი სახლს,მაგრამ მე 50 ევროდ ვეძებდი,არადა მინიმუმ 1500 ევრო ღირს.
მერე ვაბშე საბუთები გამიკონტროლეს და გამომადეპორტეს
Levani
20:47 23-05-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული