"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა ოსკარ მაგონიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 1 Station Radio-ს ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო კლუბში", ლუკა ჩერჩონესთან ერთად ისაუბრა:
"როგორი იქნება "კვარას" მომავალი? იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლისთან" გარკვეულწილად ხანგრძლივვადიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, ბევრი რამის ცოდნა არც ისე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, პრეზიდენტს თავისი პოზიცია გააჩნია და ასე ვთქვათ, ფეხბურთელებს "შანტაჟირების" უფლებას არ აძლევს. ვისაც კლუბთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, შეთანხმება უნდა დაიცვას.
მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშემ თავის მომავალთან დაკავშირებით არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ქართველის საკითხი "ნაპოლიში" ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიმაჩნია. თუ დარჩენის სურვილი არ
აქვს, შეუძლია წავიდეს. ჩემს დროს ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებისას პირობებს ვასრულებდით. ეს ასე იყო. ხელშეკრულების გაფორმებისას შენთვის ხომ არავის მიუბჯენია საფეთქელზე პისტოლეტი".
დე ლაურენტისს ეს აქვს???
დე ლაურენტისს ეს აქვს???