"კვარას" შეუძლია წავიდეს - პრეზიდენტი შანტაჟირების უფლებას არავის არ აძლევს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა ოსკარ მაგონიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 1 Station Radio-ს ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო კლუბში", ლუკა ჩერჩონესთან ერთად ისაუბრა:

"როგორი იქნება "კვარას" მომავალი? იმის გათვალისწინებით, რომ "ნაპოლისთან" გარკვეულწილად ხანგრძლივვადიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული, ბევრი რამის ცოდნა არც ისე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, პრეზიდენტს თავისი პოზიცია გააჩნია და ასე ვთქვათ, ფეხბურთელებს "შანტაჟირების" უფლებას არ აძლევს. ვისაც კლუბთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, შეთანხმება უნდა დაიცვას.

მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშემ თავის მომავალთან დაკავშირებით არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ქართველის საკითხი "ნაპოლიში" ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიმაჩნია. თუ დარჩენის სურვილი არ
აქვს, შეუძლია წავიდეს. ჩემს დროს ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებისას პირობებს ვასრულებდით. ეს ასე იყო. ხელშეკრულების გაფორმებისას შენთვის ხომ არავის მიუბჯენია საფეთქელზე პისტოლეტი".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ გუნდში გაჩერება როგორ შეიძლება? რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ხვიჩა უნდა წავიდეს.
გია
24 მაისი 2024 17:22
1
აბა ჯუღელამ შანტაჟის მეტი არა იცის რა და რა ქნას კვარამ?!
ჯეჯე
24 მაისი 2024 17:10
9
ისე,რაღაც სიჩუმეა კვარას მთხოვნელებში და ეს არ მომწონს.ეტყობა ევროპაზე იქნება დაკვირვება,ვინ როგორ გამოიჩენს თავს და ამიტომაც,შეიძლება თავს იკავებენ ჯერჯერობით.
მირო
24 მაისი 2024 10:51
2
ეტყობა შურიანი ტიპია,თვითონ რომ არც უნახია ისეთი ხელფასი სხვამ რომ მიიღოს,ბოღმა ახრჩობს.დეშიოვი ვოღაცაა რა.
მირო
24 მაისი 2024 10:46
4
კონტრაქტის პირობების გარდა სინდის-ნამუსიც ხომ არსებობს?
დე ლაურენტისს ეს აქვს???
მაო
24 მაისი 2024 10:17
2
კონტრაქტის პირობების გარდა სინდის-ნამუსიც ხომ არსებობს?
დე ლაურენტისს ეს აქვს???
მაო
24 მაისი 2024 10:17
2
ვინ არის ეს დაბოღმილი ოსკარ მაგონი, რა გაუკეთებია ნაპოლისთვის ისეთი, რომ თავს უფლებას აძლევს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელზე ასეთი კომენტარი გააკეთოს და გუნდის და სერია ა-ს ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად ფეხბურთელად მისი ხანგრძლივი ვადით ყოფნა სამართლიანად მიიჩნიოს.ორი წელია სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელს უმოტივაციოდ ათამაშებენ და მის მიმართ მხარდაჭერის ნაცვლად რეებს ლაპარაკობს ეს შურიანი, დაბოღმილი ყოფილი ფეხბურთელი: ხელშეკრულება დაიცავიო, დამსახურების მიუხედავად სტიმული არ გეკუთვნისო, სკუდეტო მოგვაგებინე, მაგრამ ხუთი წელი ყველზე დაბალი ხელფასი შენ უნდა გქონდესო, ჩვენ დროს ხელშეკრულების პირობებს ვასრულებდითო, თუ არ გაწყობს წადიო. მასეთებზეა ნათქვამი: "ვაი შენს პატრონს უბედურს"!
ამი
24 მაისი 2024 09:54
0
მე დამიდოს კონტრაქტი,თუნდაც ხვიჩას ნახევარ ხელფასზე,10,თუნდაც 15 წლიანი და კონტრაქტის ბოლომდე, ხმის ამომღები არა ვარ.ჩემი ასაკიდან გამომდინარე,შესაძლოა ამდენი ვერც ვიცოცხლო და მაშინ სულმთლად გავიტრუნები. ვხუმრობ რა თქმა უნდა,მაგრამ პიტოლეტის მიბჯენაზე რომ ალაპარაკდება და თანაც ნეაპოლელია,კია გასაგები,რა ჩამოსხმის კაციცაა.
სოსო
24 მაისი 2024 13:07
1
ეს ლავრენტის მესიჯებს ახმოვანებს ნამდვილად!!! თქვე უმადურებო..ასე დაუფასებელი მოპყრობით ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების მიმართ და ყოველთვის მათი დადანაშაულებით შედეგად წელს დაიჭირეთ კაი ჩიტი- "ღირსეული" 10-ე ადგილი. კიდევ უარესი მოგელით თუ მიდგომას არ შეცვლით და დასაფასებელს არ დააფასებთ. დამლაგებლის ხელფასზე როდემდე შეიძლება ამუშავოთ ხვიჩა ? და სხვა ნორმალურიც არავინ მოვა მანდ არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელი. ანჩელოტის რო გუნდიდან გაუშვებ და ისიც ტვიტერის შეტყობინებით ავადმყოფი ხარ აშკარად აბა რა ხარ!!!
ვაჟა
24 მაისი 2024 09:21
0
შენ და კვარა მერე ხომ იცი რომ სხვა ლეველი გაქვთ, შენ შემოთავაზებები არ გქონდა და იმიტომ ასრულებდი ბოლომდე კონტრაქტს და კვარას რიგი უდგას გრანდების.
kesha
24 მაისი 2024 08:52
1
ნამდვილი "ინტელექტუალია"!
სოსო
24 მაისი 2024 07:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული