"შახტარმა" "სელტიკს" აზაროვის ტრანსფერზე თავის მოთხოვნა წაუყენა - ახლა გადაწყვეტილება გლაზგოელებმა უნდა მიიღონ

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველის ირაკლი აზაროვის აგენტმა მამუკა ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენით შოტლანდიური გრანდი "სელტიკია" დაინტერესებული.

Inside Celtic ახლა უფრო შორს წავიდა და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაამხილა. წყარო წერს, რომ გუნდები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და მოსალოდნელ გარიგებაზეც დაილაპარაკეს, უკრაინული მხარე კი შოტლანდიელებისგან 22 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ინფორმაციისთვის, აზაროვის გადაბირებით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს გუნდებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

alt"მისი ტრანსფერის საკითხზე

უახლოეს დღეებში ლიგა 1-ის და სერია A-ს გამორჩეულ კლუბებს ვხვდები" - ჯუღელმა აზაროვზე ისაუბრა
მკითხველის კომენტარები / 26 /
სელტიკში გადადის, და ნაკრებში ადგილი არ მოიძნება. ტიპი ლიგაზე
მუდმივად თამაშობდა , სიმბოლურში შეიყვანეს. შენგელია რომელიც 2 თვეა უთამაშებელია რაღაც ბერძნულ მაიმუნ გუნდში თამაშობს. ანზორას მაგივრად გამოეძახებინა . რა მაყუთს უხდიან ამისთანას რომ
ანზორა ნაკრებში გამოიძახონ მითხრას ვინმემ ან ამიხსნანს. ერთი ლინკი ჩამიგდეთ რის გამოა ანზორა ნაკრებში. კაშია ან კანკავა? ყველაზე ნელი დაცვა ჩვენ გვეყოლება აგერ ნახეთ თქვენ!!
ცოტნე
11:34 24-05-2024
4
ეს ბიჭი ნაკრებში სასწრაფოდ უნდა აიყვანონ, კანკავამ უარი განაცხადა მის ნაცვლად ირაკლი აზაროვი უნდა იყოს. ფედერაცია დაელაპარაკოს ვილის და ირაკლი ბიჭებთან ერთად ნაკრებში შეავსოს, თორემ სანიოლის ჩემი ხელით გავხევ. ამ ბიჭის ევროზე არ წაყვანა დიდი უსამართლობააა
Badiri
13:09 24-05-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული