პსჟ-მა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა - ჯერი "ნაპოლის" პრეზიდენტზეა

AutoSharing Option
Foot Mercato La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით ავრცლებს ინფორმაციას, რომ პსჟ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფრანგული კლუბისთვის კილიან მბაპეს შეცვლის პრიორიტეტილი ვარიანტია.

თავის მხრივ, "პარტენოპეის" მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს ჩვენებურის გასხვისება არ სურს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა რას გადაწყვეტს საბოლოოდ პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია.

კვარაცხელიას გარდა, პსჟ-ის ვიქტორ ოსიმენის გადაბირებაც სურს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემი აზრია:
თუ წუწურაქი ლავრენტა ამ შემთავაზებას არ დათანხმდა და ხვიჩას ისევ ნაპოლიში მოუწია დარჩენა, არანაირი კოტრაქტის გადახედვა. ჩაამთავროს ეს კონტრაქტი და თავისუფალ აგენტად წავიდეს(ასე ქნა ზელინკიმ) ნებისმიერ გუნდში. ახალი გუნდიდან მინიმუმ 30-50 მლნ-ის აღება შეუძლია უფასოდ გადასვლის შემთხვევაში პრემიის სახით და ამ წლების მანძილზე მცირე ხელფასის კომპენსაციას მოახერხებს...რა მოგებას ნახავს ლავრენტა ვნახოთ! ხვიჩაში გადაიხადა 10 მლნ, 5 წლის ხელფასი და ბონუსები კიდევ 10 მლნ და 2027 წლის ზაფხულში 0 შემოსავალი გაყიდვიდან.
ხვიჩას გულშემატკივარი
17:45 24-05-2024
3
თუ არ გაყიდის, (უმოტივაციო ფრხბურთელი მომავალ სეზონს ჩაუგდებს) ამით ვერაფერს მოიგებს.
აჩი
20:43 24-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული