მიქაუტაძეზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება - გიორგის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოისურვეს

AutoSharing Option
ნიდერლანდური პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენა ამჟამად ლა ლიგის გუნდებმა მოინდომეს.

23 წლის თავდამსხმელის დამატებით მადრიდის "ატლეტიკო" და "სევილია" არიან დაინტერესებულნი. ანდალუსიელები ჩვენებურს ფლანგის შემტევის ვარიანტზე განიხილავენ, რადგან ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ფეხბურთელები უკვე ჰყავთ.

გარდა ზემოთ ხსენებული 2 კლუბისა, მიქაუტაძის სახელს ლიგა 1-ის "მონაკოს", "მარსელსა" და "რენსაც" უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი "აიაქსის" საკუთრებაა და "მეცში" ამჟამად იჯარის წესით ასპარეზობს, სადაც მიმდინარე საფრანგეთის ჩემპიონატში 20 (გაყიდვამდე და იჯარით აყვანის შემდეგ ჯამში) შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
აბა ზანგი ყოფილიყო დაუდგებოდა არსენალების ჩელსების და სხვათა რიგი
ნაპოლეონი
11:41 31-05-2024
0
მიქაუტაძე მინდა ძალიან ლიგაზე. კვარა მჯერა ნაპოლიდან წავა. რუსული მთავრობა დამარცხდება და ზურა222 ბოღმით გასკდება…….უკვე ისეთი მახინჯი ხარ ზურა222 ხარ თუ მზე რომ ყველა გიცნობს და ყველა ხვდება შენ რა სახელითაც გინდა დაწერო. პასუხი დაგიწერეს კომენტის დაბლა. აქ ვინც ხშირად შემოვდივართ ყველამ ვიცით ვინ რა აზრზეა და შენ რომ ყველაფრის მკადრებელი ხარ ეგეც იციან ბევრმა სპორტალზე. დედამიწას ამძიმებ, საქართველოს რომ ამძიმებ ფაქტია. ვინ გაგზარდა ასეთი ან ქუჩა არ ქონდა შენ სახლს კრემლის კიბეებთან გაიზარდე?, ქართველ ბიჭებთან უბანში გაზრდილს არ გავხარ .
G.LA
21:41 25-05-2024
23

სიახლეები პოპულარული