"პსჟ 130 მილიონს უფრო კვარაცხელიაში გადაიხდის, ვიდრე ოსიმენში" - იტალიური მედია

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლო ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ლეჩეს" ვერ სძლია (0:0), ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა, 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს ევროტურნირებზე მონაწილეობას და მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს.

გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გუნდის ჩაგდებული სეზონის კვალობაზე ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
იტალიური მედიის ცნობით, მალე გუნდს ანტონიო კონტე ჩაიბარებს, spazionapoli-ს მტკიცებით კი რევოლუციური საკადრო ცვლილებები დაიწყება. გამოცემა "ტუტოსპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ პსჟ ვიქტორ ოსიმენზე
უფო მეტად კვარაცხელიას სამსახურითაა დაინტერესებული:

"ოსიმენი კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს "ნაპოლის", მაგრამ ჯერ უცნობია, ვინ გადაიხდის ამ თანხას. როგორც ჩანს, პსჟ უფრო მეტად ასეთ მაღალ ინვესტიციას კვარაცხელიაში განახორციელებს, ვიდრე ნიგერიელში".

spazionapoli ასკვნის, რომ ნეაპოლურმა კლუბმა 130 მილიონი შეიძლება არა ოსიმენის, არამედ კვარაცხელიას ტრანსფერიდან მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან სუსტია, ერთადერთი მდიდარი და ძლიერი გუნდი პსჟ-ეა, ამიტომ კვარა იქ ვერ გაიზრდება. სწორედ ამიტომაა, რომ პსჟ ევროტურნირებზე ვერაფერს აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობის სამი უძლიერესი ფეხბურთელი თამაშობდა იქ.
ჟორა გაბრიჭიძე
27 მაისი 2024 18:42
4
დიდი ხანია ვამბობ, რომ ოსიმენი ქაღალდზე უფრო ძლიერია, ვიდრე მოედანზე, მაგრამ ვის ესმის? ოსიმენს თუ გააქვს დაღეჭილი ბურთები გააქვს, კვარა კი შემოქმედია. ამიტომ ეს თვალგახელილმა კაცმა უნდა დაინახოს.
ჟორა გაბრიჭიძე
27 მაისი 2024 18:38
6
ნაპოლიმ კვარა უნდა გაყიდოს. მიღებული ფულით კი 6 კარგი ფეხბურთელი იყიდოს. ძალიან სუსტი გამთაშემებლები ჰყავს ნაპოლის და მარჯვენა გარემარბსაც დაჰკარგავს მალე. მაისურაძე და გაგნიძეც რომ წაიყვანოს ამ დანაკლისს ნაწილობრივ შეავსებს. მაღალი ცენტრალური მცველები სჭირდებათ, რომლებიც მეკარეს წამდაუწუმ ბურთს არ დაუბრუნებენ.
მოკლედ 1-6-ში უნდა გაცვალოს.
ლევანი
27 მაისი 2024 18:00
1
პარიზი მსოფლიოს დედაქალაქია. ყველაზე მეტი ტურისტით მსოფლიოში. მარტო მაგიტო უნდა უბალეშიკო პსჟ_ს რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება.
123
27 მაისი 2024 15:59
4
ქოცო გ.შ. ნუ ურევ ერთმანეთში პოლიტიკას და ფეხბურთს, რა შუაშია აქ სანაია, შენ უფრო ჭკვიანი ხარ? არ გამართლდა რასაც ამბობდა? ისე, ენაცვალოს ყველა ჩვენ ბიჭებს, მამარდაშვილს, კვარაცხელიას, ჩანკვეტაძეს ... ყველას უყვარს ისინი და ვნერვიულობთ მათზე, წარმატებები მომავალ სეზონში, ევროპაზე ...
პატრიოტი
27 მაისი 2024 13:55
6
თუ ამ სეზონის მიხდედვით ვიმსჯელებთ, ნაპოლის შედეგების და ნაჩვენები თამაშის ხარისხით მგონი პსჟ ამ 2 ფეხბურთელში ერთადაც არ გადაიხდის 100 მილიონსაც კი!
aburjga
27 მაისი 2024 13:19
4
შენისთანები ამღვრევენ წყალს
გ.შ.-ს
27 მაისი 2024 12:51
5
ნაკრებში კარგად ითამაშებს და შესაძლოა მეტიც გადაიხადონ. წარმატება საქართველოს ნაკრების ყველა წევრს!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
27 მაისი 2024 02:25
4
Რა ერთსულოვნები ვართქართველები, და როგორი იშვიათი გამონაკლისია ეს, არა და რა ლამაზად მოჩანს 63/0 ზე ეს ჯერ და საღამოსკენ, ნუ სანაია-გვარამიას დაჯგუფება თუ არ შემოგვივარდა კი ავალთ 1000/0ზე?
გ.შ.
27 მაისი 2024 10:52
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული