"კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი მაგიდაზეა" - დი მარციო ხვიჩას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე წერს

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევს, - ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს სწრაფი შემტევები სჭირდება, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქის მცველების მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელია სწორედ ასეთია და იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ კი თავის საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა:

"კილიან მბაპესთან დამშვიდობების შემდეგ პსჟ შეტევის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და
იტალიისკენ იყურება. ფრანგულმა კლუბმა კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი ევრო მაგიდაზე დადო. ამიტომ ახლა "ნაპოლი" (რომელიც საკითხს კონტესთან ერთად განსაზღვრავს) გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წინადადება".

მკითხველის კომენტარები / 27 /
100 მილიონი კარგი ფასია, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან სუსტია და იქ განვითარების პერსპექტივა დაბალი. სწორედ ამიტომაა, რომ მიუხედავად დიდი ფეხბურთელების შეგროვებისა, გუნდმა ევროტურნირზე ვერაფერი გააკეთა.
ჟორა გაბრიჭიძე
28 მაისი 2024 21:24
17
100 ცოტა არაა, მაგრამ პსჟ-ში? მერჩია, ნებისმიერ ინგლისურ, ან ესპანურ გუნდში გადასულიყო...
alexander
28 მაისი 2024 21:14
5
მბაპე გადაწყვეტილია, დაემშვიდობა კლუბსაც და გულშემატკივრებსაც
toti
29 მაისი 2024 11:28
1
ლავრენტა მინიმუმ 10 მილიონს კიდე დაამატებინებს ...
Lasha
29 მაისი 2024 07:57
2
რა პსჟ? რას გავს საფრამგეთის ჩემპიონატი? მაგას ჯობია ასტონ ვილაში გადავიდეს და პრემიერ ლიგაში ითამაშოს
სოფი ლორენი
28 მაისი 2024 22:11
22
ტყუილად ღელავთ, კიდევ ერთი წელი მინიმუმ, დაამწნილებს დე და საერთოდ, არც კონტრაქტის გახანგძლივება გამიკვირდება, იმდენად აცდენილია სიტუაციის შეფასება რეალობას, ყველას მხრიდან
რა თქმა უნდა, ასეთი სუპერ-შეთავაზების შემთხვევაში გაყიდიან კიდეც, მაგრამ ნაპოლი, ასეთი კატასტროფული სეზონის შემდეგ, ნაღდად არაა იმ სიტუაციაში რომ მაღალ-მაღალი სტავკები აბრახუნოს და არც პსჟ-ში მუშაობენ ასეთი სულელები, რომ ვერ აცნობიერებდნენ შექმნილ მდგომარეობას
ერთადერთი, ევროპის ჩემპიონატს შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მარა იქ ვილი ავტობულის ჩაყენებას აპირებს და ვინ რა უნდა ითამაშოს...
vava
29 მაისი 2024 14:59
0
პფიციალურად წასული მბაპე გინახავთ? ამიტო ჯერ ეგ დადასტირდეს ოფიციალირად ტორე ბოლო 5 წელია ყოველ ზაგხილს ეგრე დარწმუნებიტ გვგონია და მერე ხვიჩას ტრანსფერზე გადავერთოთ
ნოდო
29 მაისი 2024 08:47
4
100 ცოტააა
Lobotka
28 მაისი 2024 20:43
11
ახალი მაიგონეთ რამე
კახელი გოგია
29 მაისი 2024 13:40
1
ზღაპარი
jei-jei-jei-jei Okocha
29 მაისი 2024 12:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული