"კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი მაგიდაზეა" - დი მარციო ხვიჩას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე წერს

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევს, - ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს სწრაფი შემტევები სჭირდება, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქის მცველების მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელია სწორედ ასეთია და იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ კი თავის საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენი" ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა:

"კილიან მბაპესთან დამშვიდობების შემდეგ პსჟ შეტევის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და
იტალიისკენ იყურება. ფრანგულმა კლუბმა კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი ევრო მაგიდაზე დადო. ამიტომ ახლა "ნაპოლი" (რომელიც საკითხს კონტესთან ერთად განსაზღვრავს) გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წინადადება".

მკითხველის კომენტარები / 27 /
რა უნდა მაგ ბარდაკში!?მხოლოდ ი ნ გ ლ ი ს შ ი !!!
ლექსო
28 მაისი 2024 21:51
12
ხვიჩა 300-400 მილიონი მაინც ღირს.. მეტი უნდა გადაიხადონ!!!!!
ზამირი
31 მაისი 2024 23:46
0
კონკურენტები ეყოლება რომ გადავიდეს თან არა ერთი, ბარკოლა და ის კორეელი ბიჭი, არ ვიცი რამდენად კარგი იქნება, ფრანგულ ლიგას კი ათრევს მაგრამ მერე ეგენი არ გაუშვებენ, იდეაში ფულს იშოვის ბლომად და ერთი ლიგაც რო მიარტყას ვაფშე მაგარი
ABCABC
29 მაისი 2024 11:41
2
ჩვენ ქართველებს გვინდა რო ხვიჩა დიდ გუნდში გადავიდეს და მას ყველგან ეყოლება კონკურენტი რათქმაუნდა და ეს კარგია მისთვის პირველ რიგში,აბა ნაპოლიში რო არ ყავდა კი ვარდებოდა ხანდახან ფორმიდან
ალიკა
29 მაისი 2024 12:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული