საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

28 მაისს ჩვენი გუნდი ავსტრიის ქალაქ გეინბერგში არასრული შემადგენლობით ჩავიდა. ავსტრიული შეკრების პირველ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 29 მაისს გამართავს.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ვილი სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით
შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში კანონს იღებს პარლამენტი, ეს პარლამენტი სწორედ ხალხის, ჩვენი მოსახლეობის უნრავლესობის არჩეულია. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ნაკრების ფეხბურთელმა(საბედნიეროდ უმცირესობამ) ე.წ ფაშისტების წნეხს ვერ გაუძლო და და ისე რომ კანონის შინაარსი არ იცოდა, გვერდში დაუდგა უსამშობლი ხალხს. რისი თქმა მინდა ამით, თუ ამ უბრალი წნეხს ვერ უძლებს შე კაი კაცო, რომ კანონის მიღებაზე კომენტარი არ გააკეთო, ევროპის ჩემპიონატის წნეხს გაუძლებ?
სიმართლე უნდა ითქვას!!!
11:19 29-05-2024
26
ზოგადად,ევროპის ჩემპიონატი და სანაკრებო ტურნირები კარგი საყურებელი არის ხოლმე,რაც არ უნდა დაბალი დონის გუნდები იყოს,მაინც კარგია ნაკრებების თამაშის ყურება.წელს განსხვავებული ევროპა არის,საქართველოს "ნაკრებიც" იქნება(არ არის საქართველოს ნაკრები სინამდვილეში),თუმცა ყველაფერს მუღამი ეკარგება როცა ნაკრების წევრები პოლიტიკაში შემოდიან და მხარეს ირჩევენ.საქართველოს საკანონმდებლო ორგანო იღებს კანონს,რაც მისი პირდაპირი ფუნქცია და ამას აპროტესტებენ საზღვარგარეთიდან,რასაც ფეხბურთელების დიდი ნაწილი ტაშით შეხვდა. ამიტომ არ არის ეს საქართველოს ნაკრები,ისინი არიან გამორჩენაზე მობოდიალე ხალხი. კიდევ ერთი,ევროპის ჩემპიონატებზე გასვლა არ ნიშნავს სრულ დამოუკიდებლობას,აგერ შოტლანდია არის ტურნირზე,რომელიც პოლიტიკურად დიდ ბრიტანეთად არის მოხსენიებული.კიდევ ერთხელ,დამოუკიდებელი ქვეყნებს არ ასანქცირებენ იმის გამო რო მისმა კანონმდებელმა კანონი მიიღო.მას თითს უქნევენ თუ ის კოლონია. ახლა კოლონია რატომ არის:საქართველოდან გადის სხვადასხვა ბუნებრივი რესურსი,ხოლო იქედან შემოგვაქვს ინდუსტრიული საქონელი ანუ აქ წარმოება არ გვაქვს.33 წელია,ეზიდებიან ამ რესურსებს და კიდევ აქეთ იქადნებიან,თურმე მილიარდებს გვახარჯებენ. ეს ყველაფერი რო იცი და მაინც ემხრობი უცხეოთიდან დაფინანსებულ ხალხს,ე.ი. უსამშობლო ხარ. და თუ არ იცი,მაშინ რაც იცი იმას მიაწექი და ნუ ერევი იქ რაც არ იცი.

პ.ს. ბევრს არ მოეწონება ეს ამბავი და უკვე ტრადიციად არის ქცეული,რაც მასას არ მოსწონს ის არ უნდა თქვა.თუმცა მასის აზრი ფეხებზე მკიდია,სიმართლე უნდა ითქვას ყველგან. თქვენ(უსამშობლოებს) ქვეყნის განვითარება კი არ გინდათ,თქვენ ევროპელი მოხუცების უკანალის გამოწმენდაზე ოცნებობთ და ამაში ახლანდელთან შედარებით მეტი ფული გინდათ.თქვენ რო ეს ქვეყანა გადარდებდეთ,აქციას რესურსების გატანაზე უნდა აწყობდეთ და არა ლომჯარიას დასაცავად,იგივე ეხება ფეხბურთელებსაც. თუმცა ცალფაზიანი იდიოტები და უსამშობლოები ხართ. ხო იქადნებით ან იქადნებიან,ოქტომბერში დაინახავთ ყველაფერს და მერე გამოჩნდება რო თქვენი ადგილი აქ არ არის.
იასონას უდარი
06:43 29-05-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული