ზარია ნეიმარის სტილში - ქართველის ეს ულამაზესი ფინტი უნდა ნახოთ, მაგრამ ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი ზარიას "კაირატი" ქვედალიგელ "აკჟაიკს" დაუპირისპირდა და 9:0 გაანადგურა.

კაირატელთა ქართველმა ლეგიონერმა ბოლო 28 წუთი ითამაშა და 79-ე წუთზე გატანილი გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ჩვენებურის გუნდმა სოციალურ ქსელში ზარიას ულამაზესი ფინტის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ქართველი ნეიმარის სტილში აკეთებს და ამ ვიდეოს უამრავი მოწონება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა. მეტოქე გუნდის მე-7 ნომერი ბეკზატ იმანგაზეევი ზარიაზე ძალიან უხეშად წავიდა და ჩვენდა საბედნიეროდ, მისი მოქნეული გაშლილი ფეხი გიორგის ასცდა. 

იმანგაზეევის ამ
მოქმედებით ყაზახი გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და კომენტარებში წერენ, რომ ასე შესაძლოა, მას მეტოქისთვის ფეხი მოეტეხა, მსაჯმა კი ეს ეპიზოდი გაატარა. მისი მხრიდან ეს ერთგვარ შურისძიებად აღიქვეს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემ ბავშვობაში ჩვენ სტადიონზე ალბათ ბავშვების მესამედი მაინც წარმატებულად ასრულებდა ამ ფინტს
ლუკა
12:54 30-05-2024
0
ეს მესხის ფინტია და ყველა ქარველი ბიჭი ფეხბურთის ანბანს ამ ფინტით იწყებს. პირადად რამდენიმეჯერ მაქვს ნახული სტადიონზე მესხისგან გაკეთებული.
ჟორა გაბრიჭიძე
00:07 30-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული