თბილისის "დინამო": კიტეიშვილის ოპერაცია, ლიტოვჩენკოს მაჯა და ირანელი

AutoSharing Option
ფოტოზე: პაიამ (მარჯვნივ) თბილისში ფოტოს გადაღებაც მოასწრო
თბილისის "დინამოს" კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და საწვრთნელ პროცესს სექტემბრიდან დაუბრუნდება, ხოლო შემტევმა გიორგი ზარიამ დაასრულა სარეაბილიტაციო პროცესი და უახლოეს პერიოდში ინდივიდუალურად ივარჯიშებს.

რაც შეეხება ცენტრალურ მცველ ლუკა ლოჩოშვილს, რომელმაც ტრავმის გამო თბილისში ჩატარებული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი გამოტოვა, უკვე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. უკრაინელმა მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ კი შეკრებაზე მაჯა დაიზიანა, ხოლო თბილისში ჩამოსულმა უფრო გაიმიზეზა და ამ ეტაპზე სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს...

...სამაგიეროდ, ვარჯიშობს ირანის ნაკრების ნახევარმცველი პაიამ სადეღიანი.
25 წლის ფეხბურთელთან "დინამოს" ხელმძღვანელობას გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე ჰქონდა. კონტრაქტის გაფორმების სურვილიც ორივე მხარეს აქვს, დანარჩენი კი ამ რამდენიმე დღეში გაირკვევა.

სადეღიანს ირანის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი 5 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული. სხვადასხვა დროს ის "ზობ აჰანის", "პერსეპოლისის", "ნაფტის", "საბა კომისა" და "მეშინ საზის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ისევ "ნაფტში" იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ირანის ნაკრები კი მოგვიგებს შინ და გარეთ, ამიტომ მგონია თუ ნაკრების წევრია აჯობებს ბევრ ქართველს თუ ყველას არა.(თავის პოზიციაზე)
ალექსანდრე უბირია
20:04 01-08-2017
0
პაია არ მიწყენს,მაგრამ საიდან აგნებენ ან ვინ ურჩევს ასეთ ფეხბურთელბს ერთი ეს გამაგებინა და...ეს უკვე მეტის მეტია,ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, აი ნახავთ.
კახა ქირია
16:07 01-08-2017
0

სიახლეები პოპულარული