"მოეწონება თუ არა ხვიჩა კონტეს?"- იტალიელი მწვრთნელის მეგობარმა ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
წამყვანი იტალიური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ "ნაპოლის" სულ მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი 10 დღეში გადაწყდება.

კონტეს მეგობარმა მიკელე პადოვანიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიოს ხელში თავიდან დაიბადება.

"კვარა" ნამდვილად განსაკუთრებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კონტეს ძალიან მოეწონება. ანტონიო ქართველს მოედანზე მოუძებნის ადგილს, საიდანაც ძველებურად შედეგიანი გახდება და მეკარესთან პირისპირ ხშირად აღმოჩნდება. იტალიელის ხელში ხვიჩა თავიდან დაიბადება.

თუ "ნაპოლი" ოსიმენს გაყიდის,
ამით "პარტენოპეი" უდიდეს სარგებელს ნახავს და ექნება საშუალება, რომ ერთ პოზიციაზე მინიმუმ 3 ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდეს", - განაცხადა პადოვანიმ.

შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ნაპოლიმ" კონტეს 3-წლიანი ხელშეკრულება და ანაზღაურების სახით სეზონში 9 მილიონი ევრო შესთავაზა.

alt"კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ "ნაპოლის" მატჩებს აღარ ვუყურებ" - ამბობს ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოეწონება რას ნიშნავს, ამდენხანს არ იცის ვინაა ხვიჩა და არ უნახავს მისი თამაში?დდდ
Toro
11:13 31-05-2024
3
კონტეს ლავრენტა 9მილიონს უხდის???და ხვიჩასთვის 6არ ემეტება???
მოშორდი ხვიჩა წუწურაწას
Zura
11:55 31-05-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული